მაკა ჩიჩუა სირიის მოვლენების გამო ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:39, 20 Dec, 2016     1978

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სირიის მოვლენების გამო ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი სირიაში დაზარალებული ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძლებლობების ძიება იყო.
შეხვედრას გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ორგანიზაცია Save the Children -ის ხელმძღვანელი თამარ გოლუბიანი, UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლაილა ომარ გრადი და გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი რენატე ვინტერი ესწრებოდნენ.

მაკა ჩიჩუამ უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მოისმინა ინფორმაცია, რომელსაც ისინი სირიაში, კერძოდ, ქალაქ ალეპოში დაზარალებული ბავშვების შესახებ ფლობენ.
პირველი ლედი იმ საშუალებებით დაინტერესდა, რომლითაც დაზარალებული ბავშვებისათვის დახმარების გაწევაა შესაძლებელი.
მხარეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს არსებულ ვითარებაში და რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოთ დაზარალებულებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრა საქართველოს პირველ ლედისთან და მის გუნდთან, რათა გვემსჯელა სირიაში ბავშვების დახმარების საკითხზე; როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ალეპოში და სირიის სხვა ადგილებში ადგილი აქვს ტრაგიკულ მოვლენებს და ეს კრიზისი ვრცელდება მთელ ევროპაზე, სადაც ამდენი ლტოლვილია.
პირველი ლედი ეძებს გზებსა და შესაძლებლობებს, რომ სწორად მიმართოს ის ძალიან ძლიერი ემოცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით გვაქვს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს და, რომ საქართველოს მოსახლეობას ასევე შეუძლია დახმარება.
ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა გზას სირიაში მხარდაჭერისა და დახმარების მიწოდებისათვის. განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
მადლობელი ვართ საქართველოს პირველი ლედის ამ შეხვედრის შემოთავაზებისათვის, რადგან ეს რეალურად აჩვენებს ქართველი ხალხის სოლიდარობას და იმას, რომ მათ სურთ დახმარება და შეუძლიათ ამის გაკეთება,“- აღნიშნა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42