ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ელენე ხოშტარია ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბრისას ხოშტარიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის რყევაზე და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებაზეა გადასული:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ერთიანად, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც ამ მომენტში აქ არ იმყოფება და ქმედით თავმჯდომარესთან ერთად, ძველი და ახალი გუნდის ერთიანობით მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების ბაზის ზრდა და ასე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ამ საკითხზე საუბარმაც კი, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილში, როგორც მაშინ პარლამენტში შესვლის საკითხმა, გამოიწვია ძალიან გაუგებარი რეაქცია. ის მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






