საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუს კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 14:18, 20 Dec, 2016     1136
„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ვლადიმირ მაკეის თბილისში, ეს არის ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ვიზიტი მძლავრ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და მათ შემდგომ განვითარებას“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკეისთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართე სპექტრი. ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას. აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომლითაც გამორჩეული იყო 2016 წელი, რაც ხელს უწყობს საქართველო-ბელარუსს შორის სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ორმხრივი ფორმატების ფარგლებში ბელარუსთან მიმდინარეობს მსჯელობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, რათა გაიზარდოს, როგორც ორმხრივი ვაჭრობა, ასევე ბელარუსული საწარმოების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში.

„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ძალიან აქტიური ხალხთაშორისი კონტაქტები, ასევე კულტურული ურთიერთობები, იზრდება ვიზიტორების, ტურისტების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ განვითარდეს სატრანსპორტო ურთიერთობები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე შეეხო ყველა ასპექტს ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ვისაუბრეთ საჭიროებებზე, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი იმისათვის, რათა ერთობლივად შევძლოთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა და ისტორიული უწოდა საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ დღეს ოფიციალურად გავხსნით ბელარუსის საელჩოს თბილისში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ორივე მხარე მოტივირებულია კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. მივესალმებით ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის აღნიშვნას ერთობლივად, მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა ჩემს კოლეგასთან, ჩემს მეგობართან ერთად“ - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, მოგვარების მნიშვნელობას. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა.

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისის შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვლადიმერ მაკეი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ქართველ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42