სამეგრელოში პარტიის წევრებთან სააკაშვილის კაიპით ჩართვას ასევე ესწრებოდნენ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, დავით კირკიტაძე, ლაშა დამენია, თენგიზ გუნავა, ანი წითლიძე, ბათლომე შელია და სხვა ლიდერები.
„ამ კამპანიის დროს რამდენიმე ტყუილი ითქვა, პირველი ის რომ, მე ჩემი ნებით წავედი უცხოეთში, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. ის რომ მე აქ ბრძოლას ვაგრძელებ არ ნიშნავს, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს და ამის გამოყენება ჩემს წინააღმდეგ არგუმენტად, რომ სხვა პარტიაში წავიდა და ამიტომ საქართველოში არაფერს არ ნიშნავს, მცდარია.
სწორედ ამ დროს, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი უნდა იყოს სიმბოლური და ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი არ მემიჯნებოდნენ არის სიცრუე, რადგან ჩემმა მტრებმა რუსეთში და უკრაინაში ეს გაყიდეს და გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოიშორა თავისმა პარტიამ და საკუთარი პარტიაც კი აგდებს სააკაშვილს.
ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან... მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს... ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს, რაღაცა ის, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში.“- აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა პარტიის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი ხალხი უნდა შევიდეს და იმ ხალხმა, ვინც გამიჯვნაზწე საუბრობს თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:
„უნდა მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, რომელზეც შეთანხმდება პარტიის უმეტესობა, უნდა შევიდეს ახალი ხალხი. იმ ხალხმა ვინც დაიწყო გამიჯვნაზე ლაპარაკი, მათ ტავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ხალხმაც უნდა მიიღოს მათზე გადაწყვეტილება.“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა მინიშნებები გარიგებებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ მას შემდგარ გარიგებებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციები აქვს:
„მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების იქითაც და ვხედავ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას. მე ვარ მოქმედი პოლიტიკოსი, მე საკმარისად ვითმინე. ბევრი რამ ვიცი: ვიცი, რა გარიგებები შედგა, რა ლაპარაკი შედგა. ტყუილად ჰგონიათ, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ორი, სამი, ხუთი და მეტი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არაა, რომ ყველას ენა მოვუჩლიქო, ჩემი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ გადაჯგუფება მოხდეს და პარტია გავაერთიანოთ ისე, რომ მან შეძლოს გამარჯვება. დღესდღეობით იმ ხალხმა, ვიზეც მე ვსაუბრობდი, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე, მე უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე, ხოლო იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაა. „პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს“ - ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ მის წესებს იღებთ, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა? ის, რომ უკრაინაში ამ ბოლო პერიოდში ოლიგარქების პრესამ აიტაცა - აი, საქართველოში თავისი პარტია გაემიჯნა სააკაშვილსო - ეს არის ივანიშვილთან თქვენებური ბრძოლა? ივანიშვილთან მთავარი ბრძოლა არის თურმე მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის და მტრის გვერდზე გაწევა? მე ამას ვერ გავიზიარებ!“- განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა საყვედურით მიმართა თენგიზ გუნავასაც. მანვე დეპუტატ ლელა ქებურიასაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პარტიაში არც სააკაშვილისა და არც ბოკერიას გამო არ შესულა.
„რაც შეეხება სიტყვას „ჯოგი“, ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და „პეროიანებმა“ თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, ეს მათი პრობლემაა. ეს ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი. კონფორმისტებს და იმ ადამიანებს ვინც თავის პირად მიზნებს დააყენებს საერთო ინტერესებზე მაღლა, ნაციონალურ მოძრაობაში არაფერი არ ესაქმებათ, იმიტომ რომ ენმ-ში ყოველთვის იყო საუკეთესო ხალხი. ამ სიტუაციაში განსხვავება არის ერთი. ძვირფასო ლელა! ის ხალხი, ვისთვისაც თქვენ „პეროიანების“ წოდება გწყინთ, პარლამენტში სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა, ვისაც ახლა თავად ჯოგს ეძახიან როდესაც პარლამენტში მოგიყვანენ მეორე დღესვე მათზე ფურთხება და შეურაცხყოფა არაა სწორი. ძალიან მარტივია უნდა შექმნილიყო ქებურიას პარტია და ქებურიას პარტია რამდენ ხმასაც აიღებდა იმდენი ხმით უნდა შესულიყო პარლამენტში, ესაა ლოგიკურად სწორი. რატომ არ შექმენით თქვენი პარტია? მაშინ ჩვენ შევიყვანდით იმ ხალხს ვინც ამ დარბაზში ზის, მერე გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად თქვენს 27 კაციან შემადგენლობასთან მოვიდოდა ენმ-ს 5 კაციანი ფრაქცია, აბა მეტს რას აიღებდა ენმ- ქებურიას გარეშე?! ლოგიკა ასეთია.“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით მისთვის მან პოლიტიკურ ცხოვრების მანძილზე ისწავლა, რომ ერთგულება ყველაზე მაღლა დგას და ექსპერიმენტების დრო აღარაა:
„ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ჩვენი საქმე არის იმ დიდი აღმშენებლობის გაგრძელება. ერთი რამე ვისწავლე, ექსპერიმენტები არაა საჭირო, არაფერი ისე ძვირად არ ფასობს ცხოვრებაში როგორც ერთგულება. თუკი სადმე დავმარცხდით და უკან დავიხიეთ იმიტომ რომ არ დავაფასეთ ერთგულება და ექსმპერიმენტებს ვატარებდით, კი შეიძლება ერთგული არაა ადამიანი, მაგრამ რაღაცა..., რაღაცა არ არსებობს, ერთგულების იქით არაფერი არსებობს. ერთგულება ან არის ან არა, ერთგულება პიროვნების კი არა იდეის და მიზნის.“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






