ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 18:22, 19 Dec, 2016     1313
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იენჩი ძისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ელჩმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარის, ჭან დეძიანგის მილოცვაც გადასცა.

მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში სწრაფი ტემპით გაღრმავდა და განვითარდა. იენჩი ძის განცხადებით, ჩინეთისთვის, როგორც ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე, განიხილეს აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ მნიშვნელობაც.

საუბარი ასევე შეეხო კულტურულ და ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობასა და განვითარებას. განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც და აღნიშნეს, რომ არსებული გაცვლითი პროგრამები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელობა. ელჩის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ირაკლი კობახიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისა და საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. იენჩი ძიმ ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42