სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ენმ პარლამენტს განცხადების მიღებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 17:25, 19 Dec, 2016     1547
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტისგან სირიასთან დაკავშირებით განცხადების მიღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ განცხადებაზე სერგი კაპანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცხადება პარლამენტმა კვირის ბოლომდე უნდა განიხილოს, უმცა პარლამენრის თავმჯდონარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკითხის განხილვა რეგლამენტის მიხედვით კვირის ბოლომდე ვერ მოხდება და პარლამენტი თემაზე მომავალ კვირას იმსჯელებს.

განცხადების პროექტის ტექტსი ენმ-ს წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"საქართველოს პარლამენტის განცხადება

ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ვინაიდან, ბოლო პერიოდში სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ, გახშირდა აღმოსავლეთ ალეპოს საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი,

ვინაიდან, ალეპოში ფაქტიურად განადგურდა სასკოლო, ჯანდაცვის და სხვა ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა, ხოლო გახშირებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა,

ვინაიდან გახშირდა ადამიანის უფლებების, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მასიური დარღვევა,

ვინაიდან ხშირია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო მოსახლეობას შეგნებულად აქცევენ ალყაში, რათა მოხდეს მათი იძულებით დევნა, ან შიმშილით მოკვლა,

ითვალისწინებს რა, რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნის მწარე გამოცდილებას,

საქართველოს პარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორის როლს,

აღნიშნავს მთლიანად რეგიონში უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას,

შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიის არაბთა რესპუბლიკაში,

იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ევროპის უსაფრთხოებისა და თნამშრომლობის ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს,

გამოთქვამს მწუხარებას ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების, ქალების და უმწეოების სიცოცხლის მოსპობის გამო,

უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ალეპოში უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტების გამო,

გმობს სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისს,

გმობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან ჩარებას ჰუმანიტარულ კრიზისში,

მოუწოდებს ალეპოს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის,

მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო შეთანხმებების დაუყოვნებლივ შესრულებას,

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან,

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ალეპოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით."- აღნშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42