"შს მინისტრი დანაშაულის სტატისტიკის გაყალბების მიზნით უწყებათაშორის ვალდებულებას არღვევს" - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 13:37, 19 Dec, 2016     1879

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას არ გამოაქვეყნებს, საზოგადოებრივი მონიტორინგისგან თავის დაზღვევის მცდელობას უწოდებს.
როგორც "ნიუპოსტს" ენმ-ს წევრმა განუცხადა, მღებრიშვილის უწყება სტატისტიკის გაყალბებაში არაერთხელ ამხილეს.
"ამის მიზეზი არის დანაშაულის დამალვა და სტატისტიკის გაყალბება, რომელშიც არაერთხელ ამხილა სხვადასხვა ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ახლა თვლიან, რომ თუ ამ სტატისტიკას არ გამოაქვეყნებენ, ამით დაიზღვევენ თავს საზოგადოებრივი მონიტორინგისგან"- განაცხადა პარლამენტის წევრმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მისი თქმით, შს სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას მიმდინარე წლის იანვრიდან აღარ ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კარგა ხანია მიღებული აქვს, ისინი მიმდინარე წლის იანვრიდან სტატისტიკას არ აქვეყნებენ. შესაბამისად შს მინისტრის განცხადებები ჩემთან პოლემიკის დროს, რომ სტატისტიკა ქვეყნდებოდა იყო ტყუილი და ახლა უკვე თვითონ დაადასტურა. რომ სტატისტიკის გამოქვეყნებას არ თვლის საჭიროდ. მანამდე ამბობდა, რომ როგორ არ ქვეყნდება სტატისტიკაო. ეს მინისტრისთვის შესაფერისი საქციელი არ არის"- აღნიშნა კახიძემ.
რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, რომ მას სტატისტიკის გამოქვეყნებას კანონი არ ავალდებულებს, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ სამაგიეროდ უწყებას ღია მმართველობის პარტნიორობასთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული, რომელიც სტატისტიკის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
"რაც შეეხება ვალდებულებებს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის წინაშე აქვს ვალდებულება. ღია მმართველობის პარტნიორობა არის მოძრაობა, რომელიც მიმართულია მთავრობათა გამჭვირვალობისკენ და საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე ამ მიმართულებით და ამის ფარგლებში ეს ვალდებულება სახელმწიფოს ისედაც აღებული აქვს. ამის გარდა გაფორმებულია უწყებათაშორისი მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, უზენაეს სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის, რომელი მემორანდუმითაც ყველა ეს უწყება იღებს ვალდებულებას რომ თავისი წილი სტატისტიკა გაუგზავნოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს პროკურატურა, რომელიც აწვდის სტატისტიკას, თუმცა ამას ჯიუტად არ აკეთებს შს სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება ამ უწყებას აღებული აქვს"- თქვა კახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დანაშაულის სტატისტიკა მისი ბრძანებით არ ქვეყნდება.
მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42