სოლიდარობის აქცია „არა გენოციდს“ - რუსეთის საელჩოსთან ალეპოს მოვლენები გააპროტესტეს
პოლიტიკა - 22:59, 18 Dec, 2016     4837

დღეს, რუსეთის საელჩოსთან, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის და ა/ო დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის ინიციატივით, გაიმართა სოლიდარობის აქცია „არა გენოციდს“. აქციას ესწრებოდა ასამდე ადამიანი, რომლებიც აპროტესტებდნენ სირიაში და კერძოდ, ქალაქ ალეპოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი აცხადებს - უდანაშაულო ადამიანებისა და კონკრეტულად ბავშვების ხოცვაში რუსეთის ხელი ურევია, რადგან სირიის ხელისუფლებას რუსეთის ფედერაცია ეხმარება. აქციაც სწორედ იმიტომ დაიგეგმა რუსეთის საელჩოსთან, რომ სირიაში არსებული მდგომარეობა რუსეთის მიერ არის პროვოცირებული. ჩვენ კარგად გვახსოვს, რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადება, რომ ეს არის წმინდა ომი და მან ამ სიტყვებით გაამართლა ბავშვების კვლა და ერის გენოციდი.

ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილი, გიორგი ჭიკაძის განცხადებით - აუცილებელია ერთ მუშტად შეიკრას მთელი ცივილიზებული სამყარო და წინ აღუდგეს ჰოლოკოსტს XXI-ე საუკუნეში, არ შეიძლება იმ ყველაფრის დაშვება, რაც ამ წუთებში სირიაში ხდება. დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაუწიოს სირიელ ხალხს დახმარება.

აქციამ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. აქციის მონაცილეებმა სანთლებით და პლაკატებით გამოსახეს “STOP RUSSIA“ რითაც მოთხოვეს მსოფლიოს, შეაჩერონ რუსეთის მიერ ხელშეწყობილი გენოციდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42