საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში კიდევ 400-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო
პოლიტიკა - 16:41, 17 Dec, 2016     3308

დევნილთა და განსახლების სამინისტრო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს. 200 ბინა თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.

დღეს, 248 ერთოთახიანი, 79 ოროთახიანი და 73 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო და 400 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღება მიულოცა.

„სასიხარულო დღეა 400 დევნილი ოჯახისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, მრავალტანჯული დევნილობის შემდეგ, ამ ოჯახებს საკუთარი ბინა ექნებათ. დროებითი თავშესაფარი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დაბრუნება ჩვენს საკუთარ მიწაზე და ჩვენს საკუთარ სახლებში, მაგრამ მანამდე, ყველა დევნილს უნდა ქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კენჭისყრის პროცედურას მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 8000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42