ჩვენი პრიორიტეტია ყველამ შეძლოს სახელმწიფო ენაზე განათლების მიღება - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 16:36, 17 Dec, 2016     891

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მრავალფეროვანი გახდება.

„პროექტი ითვალისწინებს ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეებისათვის მშობილიური ენის შესწავლას განურჩევლად ასაკისა და უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ წელს სახელმწიფო ენასთან ერთად დამატებული იქნა ახალი კომპონენტი კონსტიტუციის ელემენტების სახით.

მოგეხსენებათ საქართველოს პრეზიდენტმა მომდევნო წელი გამოაცხადა განათლების წლად, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ყველამ შეძლოს სახელმწიფო ენაზე განათლების მიღება“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

პროექტი „ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად“ ორი წელია საქართველოს რამდენიმე რეგიონში ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობა 73 სოფლის ხუთი ათასზე მეტმა მსმენელმა მიიღო.

ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე პროექტში მონაწილე სამივე რეგიონის მსმენელები და მათი პედაგოგები, უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42