„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიოყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა გაერო-ს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ალეპოში შეჩერებული ევაკუაციის პროცესი დღეს განახლდება.
ამის შესახებ „როიტერსი“ სირიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო და პირველივე დღეს, ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათშორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი.
თუმცა, ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას.
ამბოხებულები კი სამთავრობო არმიის მხარდამჭერ შიიტურ დაჯგუფებას იმ ავტობუსების დაცხრილვაში ადანაშაულებდენ, რომლებითაც მოახლეობის ევაკუაცია ხდებოდა.
გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ ალეპოში კიდევ 50 ათასამდე ადამიანია დარჩენილი.
მასალის გამოყენების პირობები






