"საქართველოს რესპუბლიკური პარტია შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში მიმდინარე მოველენების გამო და მიაჩნია, რომ საქართველოს, როგორც მსოფლიოში მშვიდობის მხარდამჭერ ქვეყანას, აქვს ვალდებულება გამოხატოს საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
წარმოუდგენელი და მიუღებელია რუსეთის საერო თუ სასულიერო პირების შეფასებები ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასთან დაკავშირებით და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შეფასება, როგორც თავდაცვითი ომის.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შეაფასოს მომხდარი მოვლენები და დაგმოს რუსეთის ამ ფორმით მონაწილეობა სირიის სისხლიან კონფლიქტში, რომელიც დიდი ხანია გასცდა სამოქალაქო ომის ფარგლებს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, შეუერთდეს ევროპის პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და კიდევ ერთხელ გამოხატოს საკუთარი მყარი პოზიცია მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და მშვიდობისათვის გაერთიანებული ძალების გამყარებისათვის.
საქართველოს მოქალქეები გამოხატავენ სურვილსა და მზაობას შეიფარონ ლტოლვილი ბავშვები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ იმსჯელოს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და მიიღოს გადაწყვეტილება რა ფორმით შეგვიძლია დავეხმაროთ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს"- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






