მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 11:16, 17 Dec, 2016     1514
პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს".


მისი თქმით, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება და მონაწილეობას მხოლოდ შემუშავებული ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის პროცესში მიიღებენ.

”ჩვენ 19 ოქტომბერს შევთავაზეთ მმართველ ძალას და საზოგადოებას იდეა, რომელიც, ჩვენი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო პროცესს, კომისიას, შესძენდა ძალიან მაღალ ლეგიტიმაციას, სანდოობას და იქნებოდა გარანტი ფართო კონსენსუსის პროდუქტის შექმნის. სამწუხაროდ, ორი თვის თავზე, კონსულტაციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველსავე განცხადებაში გამოვთქვით ამ თემაზე ფართო კონსულტაციის გამართვისთვის მზადყოფნა, მივიღეთ კატეგორიული უარი მმართველი ძალის მხრიდან. მოცემულობა არის ასეთი, რომ შეიძლებოდა უკეთესი გზით გვევლო, მაგრამ მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რა გზაც არაერთხელ დაიწუნეს საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებების პერიოდში. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემაზე დაუსრულბლად კომენტარების კეთებას. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით პროცესს. იმედი გვაქვს, ის გამჭვირვალე იქნება და ამავე დროს საერთო-სახალხო განხილვის ეტაპზე ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში,” - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42