იმისთვის, რომ მიაღწიო თავისუფლებას და იყო თავისუფალი ადამიანი, საჭიროა განათლება და საკუთარი თავის გააზრება - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:12, 17 Dec, 2016     1576
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 22-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ქვეყნის პირველმა პირმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა და განვითარებისათვის განათლების, როგორც უდიდესი ღირებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მომავალი წელი მე გამოვაცხადე განათლების წლად! დღეს, აქ, უნივერსიტეტის რექტორმა მაკა იოსელიანმა ისაუბრა იმ თავისუფლებაზე, რომლითაც ცოცხლობს და ვითარდება ეს ინსტიტუტი და ჩემთვის ეს ორივე ღირებულება ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ეს 25 წელი არის გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. მომავალ წელს ამ გზას განვაგრძობთ სწორედ იმ ლოზუნგით, რაც ვახსენეთ, ეს არის განათლების გზა. ეს ღირებულებები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია; ისინი უნდა გაძლიერდეს ჩვენს საზოგადოებაში და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რომლის 22-ე გამოშვებასაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, მნიშვნელოვანწილად ჩემთვის ამ ღირებულებების განხორციელების სიმბოლოა. პირველ რიგში, იმისთვის, რომ მიაღწიო თავისუფლებას და იყო თავისუფალი ადამიანი, საჭიროა განათლება და საკუთარი თავის გააზრება; საჭიროა გაიაზრო შენი ინტერესები და მიდრეკილებები, ის უნარები, რომლებიც შენ გაგაჩნია. ყოველივე ამას ვერ განახორციელებ, თუ არ გაქვს განათლება, ცოდნა და მისწრაფება, რომ შეიცნო როგორც საკუთარი თავი, ასევე სამყარო შენს ირგვლივ. GIPA სწორედ ამის ადგილი იყო და არის სწორედ პიროვნულ კონტექსტში. აქ შემოსულ სტუდენტს ეძლევა თავისუფლება შემოქმედების, განათლებისა და ცოდნის მეშვეობით შეიმეცნოს საკუთარი თავი. ეს ძალიან რთული და გარკვეულწილად მძიმე გზაა, რომელიც სტუდენტმა უნდა გაიაროს და ამ გზის გავლაში მას ლექტორები და ის ხალხი ეხმარება, რომლებიც GIPA-ში ამ ძნელ გზას სტუდენტთან ერთად გადიან. დამერწმუნეთ, ვისაც საგანმანათლებლო სისტემაში უმუშავია, ძალიან რთულია, არა უბრალოდ დამახსოვრებული მატრიცებით გქონდეს ურთიერთობა სტუდენტებთან, არამედ სტუდენტთან ერთად დაიწყო საკუთარი თავის, საკუთარი გზის, იმის შემეცნება, თუ რა გაინტერესებს და როგორ გინდა, რომ გაიაზრო სამყარო შენს ირგვლივ. ეს ნამდვილად ხდება აქ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოცია და ის ენერგია, რომელსაც თქვენ ამ ემოციაში დებთ, იღებს განსაკუთრებულ ძალას იმ ადამიანებში, რომლებსაც GIPA უშვებს თავის კურსდამთავრებულების სახით. მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არა ინდივიდუალური ადამიანის თავისუფლება და მისი თვითშემეცნება, არამედ ის, თუ როგორ ახორციელებს ეს ადამიანი თავისუფლებას სოციალურად და პოლიტიკურად, და ეს სწორედ ის გზაა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს. ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები 25 წლის წინ, ჩვენ შევძელით ბევრი რაღაცისგან გამიჯვნა; ამ პროცესში ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ; ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია; გარდა ამისა, ბევრი ადამიანის ბიოგრაფიაც დაინგრა ამ რთულ გამოყოფაში, ჩვენი ქვეყნისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მაგრამ, ამავე დროს გზა თავისუფლებისკენ, გზა იმისაკენ, რომ პიროვნული თავისუფლება გახდეს პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების ნაწილი, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად გასავლელია; და კიდევ ერთხელ, მე GIPA-ს ვხედავ, როგორც იმ რესურსს სხვა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებთან და ინსტიტუტებთან ერთად, რომელიც ამ თავისუფლების პროცესს კვებავს. თავისუფლების პროცესი ნიშნავს საკუთარი და, რაც მთავარია, სხვათა პოლიტიკური უფლებების, თავისუფლებების გააზრებასა და აღიარებას, და სწორედ ამ თანაცხოვრებით ჩვენ ვქმნით ერთიან სოციალურ პოლიტიკურ სივრცეს. ასეთი მიზნის მიღწევა მართლაც რთულია. არ არის მხოლოდ საჭირო უნარი, ცოდნა და ძალა საკმარისი იმისთვის, რომ შენი ინტერესები დაიცვა; მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უნარი, ცოდნა და ძალა იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს მოარგო. ამ თვალსაზრისით, მართლაც მნიშვნელოვანი პრეცენდენტებია შესაქმნელი… ამ თვალსაზრისითაც მსურს აღვნიშნო, რომ GIPA არის განსაკუთრებული და მინდა ბევრად მეტი ასეთი თავისუფალი გარემო, თავისუფლების შემქმნელი ინსტიტუტები და ადამიანები იყვნენ ჩვენს ირგვლივ. მადლობა მინდა ვუთხრა სტუდენტებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ და გაიტანენ ამ თავისუფალ სულსა და გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბევრად უფრო დიდი მიღწევებისკენ უბიძგებენ ჩვენ ქვეყანას”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მაკა იოსელიანმა მუდმივი თანადგომისათვისა და 2017 წლის განათლების წლად გამოცხადებისათვის მადლობა გადაუხადა.
უკვე 22 წელია, რაც GIPA საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებით მოღვაწეობს. 2016 წელს უნივერსიტეტს 200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა შორის საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილები ანა მარგველაშვილი და მარიამ ჩიჩუაც არიან. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას საზღვარგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, საელჩოებიდან, საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42