ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია სააკაშვილისგან მოღალატეებად გამოცხადების მოლოდინში - დაპირისპირება პარტიაში
პოლიტიკა - 00:48, 17 Dec, 2016     8359
რამდენიმე დღეა პარტიული დაპირისპირების თემა აქტიური განხილვის თემაა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ნაციონალური მოძრაობის ორ ფრთას შორის, რომელსაც პირობითად უკვე სააკაშვილის და ბოკერიას ფრთას უწოდებენ.

ერთმანეთს ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერები დაუპირისპირდნენ. ანი წითლიძემ ბათლომე შელია სააკაშვილის წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა, რაზეც შელიამ წითლიძეს განმარტება და ფაქტების დადასტურება მოსთხოვა. დღეს ბათოლმე შელიამ დაპირისპირებულ ფრთას სოციალურ ქსელში ვერცელი წერილით უპასუხა.

,,ზუგდიდში მიშას მხარდამჭერობას ამოფარებულებმა ისეთი მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა, რაც არც მიშას შეეფერება და არც იმ ადამიანებს, ვინც საბჭოზე ხმა მისცა მიშას შემოთავაზებულ პროექტს და დღეს პარტიაში განსხვავებული პოზიციის ერთ მხარეს დგანან...

ჯერ იყო და პარლამენტში ზუგდიდიდან დეპუტატებს იმდენი ტალახი ესროლეს, ჩვენი ამომრჩეველიც და არა ამომრჩეველიც გაოგნებული იყო და არიან...

ეს ტალახი მიშას ღალატის სახელით "მოზილეს" და ბუნებრივი რეაქციაც და მხარდამჭერებიც მოიპოვეს.

შემდეგ ეტაპად პარტიაში შეხვედრა დაგეგმეს, იქ მოიწვიეს პარტიული აქტივი არასრული შემადგენლობით. ძირითადად ის ადამიანები, რომელთა ძირითადი ნაწილის აზრი წინასწარი გასაუბრებით იცოდნენ. შეხვედრის ძირითად მოდერატორებად ანი წითლიძე, მაია კალანდია, მანანა ტრანკლე და ალიკა ქობალია (პრაქტიკულად იმ ე.წ. ფლანგის ლიდერები) მოგვევლინნენ........

შეხვედრის ბოლოს თენგიზ გუნავას უნდობლობის საკითხი დააყენეს, მხოლოდ რვა ადამიანმა ასწია ხელი სავსე დარბაზში და ამ ფონზე გარეთ გამოსულებმა მედიას განუცხადეს, რომ პარტიის ზუგდიდის აქტივმა გუნავას უნდობლობა გამოუცხადაო...

ეს მედია, რა თქმა უნდა "ოდიში" იყო, რომელიც პარტიულ შეხვედრაზე მოიყვანეს სწორედ ამ განცხადების გასაჟღერებლად...

ამ ფაქტზე პოლიტიკურ შეფასებას მე არ გავაკეთებ. ვინ რა დოზითაც იცნობთ პოლიტიკას ისე შეაფასებთ...

შემდეგ, მეორე დღესვე იყო ჩემი ინიციატივა შეგვეკრიბა ყველა, ვინც პარტიის სტრუქტურულ რგოლს წარმოადგენდა, ერთად ერთი მიზნით, გვეკითხა ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი გუნავა-დამენიას უნდობლობის საკითხს?!

მოვიწვიეთ ყველა სოფლის პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალაქის ყველა ზონის კოორდინატორი, პარტიის ოფისის თანამშრომლები და როგორც კი გაიგეს ამ შეხვედრის ორგანიზების შესახებ, იმ წუთშივე წამოვიდა უკვე ცნობილი წითლიძის პოსტი, ძალიან ბავშვური ბრალდებით, რომ თურმე მე "ვაგინებ მიშას" და "ხალხს ვავერბოვკებ მიშას წინააღმდეგ"...

შეხვედრამ, რომელსაც რა თქმა უნდა ესწრებოდა ზემოთ ხსენებული ოთხეული, ასევე დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა. ბევრმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სხვა და სხვა ფორმით, თუმცა არავის წამოსცდენია, რომ გუნავა-დამენიას უნდობლობაზე უნდა გვემსჯელა. აბსოლიტურად ყველა ვაღიარებდით მიშას, როგორც ლიდერის როლს პარტიაში, მაგრამ გვქონდა სხვა და სხვა შეხედულებები პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე...

განსხვავებული აზრი, შიდა პარტიული რევოლუციონერების მხრიდან, იწოდებოდა მოღალატეობრივად და სწორედ ამ 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა როდესაც ვერ მიაღწია გუნავა-დამენიას უნდობლობის საკითხს, განაცხადა, რომ 20 დეკემბერს ჩაგვერთვება მიხეილ სააკაშვილი და იქ გავიგებდით მისგან, რამდენად სანდოა გუნავა-დამენია...

ეს განცხადება ალიკა ქობალიამ გააკეთა პირველ შეხვედრაზე ირიბად და მეორე შეხვედრაზე ღიად.

როგორც თვითონ აცხადებს მას პირადი კომუნიკაცია აქვს პრეზიდენტთან, იცის მისი გეგმების შესახებ და ასევე იცის, თუ ვისზე რას ფიქრობს...!!!

ძალიან მიჭირს ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება...

ყველაზე მძიმე პერიოდი პარტიაში ყველაზე მეტად ზუგდიდმა გადაიტანა. ყველა წერტილში გვებრძოდნენ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად... ყველამ ერთად გადავიტანეთ ეს მძიმე პერიოდი. ყველამ, პარტიის თითოეულმა რგოლმა რაც შეეძლო ყველაფერი ჩადო ამ ბრძოლაში ...

ვერ დავძლიეთ, თუმცა საქართველოში ყველაზე საუკეთესო შედეგი დავდეთ...

ჩვენი იდეოლოგიური იარაღი ამ ბრძოლაში მიშა და რუსთავი2 იყო. იმაზე მეტს, რაც მათ გააკეთეს, ჩვენ ვერ ვიზამდით. მიშა სტიმული იყო და რუსთავი2 ჩვენი პოზიციის გამხმოვანებელი... ჩვენი გასაკეთებელი იყო ამომრჩევლის იდენტიფიცირება და არჩევნებზე მოყვანა...

ვერავინ ვერ იტყვის, რომ ერთი ამომრჩეველი მაინც დაგვრჩა ისე, რომ მათი პოზიცია არ გვცოდნოდა... ღია მხარდამჭერებით ვუგებდით ყველგან, მაგრამ იმ ამომრჩევლით მოგვიგეს, რომელსაც ბოლომდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი არჩევანი და ან ბოლო მომენტში მაინც არ გვენდო, ან გადაიბირა ხელისუფლებამ სხვა და სხვა მეთოდით...

ეს რომ ასეა, ყველამ იცის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს...

ყველა, ვინც ხმა მისცა, ან არ მისცა ბოლო პოლიტ საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ამ წუთებშიც ფიქრობს ისეთი გამოსავლის მოძებნაზე, რომელიც არც მათ პოზიციას დააზიანებს და არც პარტიას მიიყვანს გახლეჩვამდე, მაგრამ ისეთი არაადეკვატური ფორმებით ბრძოლა, როგორიც ზუგდიდშია, პოლიტიკური ბრძოლის ყველანაირ ზღვარს სცდება...

20 დეკემბერს დაგეგმა ზემოთ ხსენებულმა ოთხეულმა პარტიის შეხვედრა და პრეზიდენტთან ჩართვა, სადაც როგორც დაგვიანონსეს, გვეტყვიან, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ...

PS-თან აჟღერებენ, რომ ჩვენ ქვედა რგოლს არ გვეხებიან და ძალიან ნუ გამოვიდებთ თავს...“ -წერს ბათლომე შელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42