ჩხარტიშვილმა პატარკაციშვილების ოჯახს საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც ყველა სასამართლო დავა მოუგო
პოლიტიკა - 20:38, 16 Dec, 2016     8574
ვანო ჩხარტიშვილმა პატარკაციშვილების ოჯახს საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც ყველა სასამართლო დავა მოუგო.

"ამ დღეებში საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების კომპანიების სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და უარი თქვა მის განხილვაზე. საპასუხოდ 12 და 16 დეკემბერს გავრცელდა პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებები, რომლებმაც დაგვარწმუნეს რომ ისინი ოჯახს მიტმასნილი თაღლითების ჯგუფის სიცრუის ტყვეობაში არიან და აქტიურად მონაწილეობენ იმ აღვირასნილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, რომელსაც გამომძალველთა ეს ჯგუფი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ წლებია აწარმოებს.

ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ვერ გასაჩივრდება სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, რადგან ზემდგომ უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ ისეთი სამართლებრივი თემები განიხილება, რომლებიც ინგლისისთვის განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენს ან სამართლებრივად არ გააჩნია პრეცედენტი. ამ შემთხვევაში კი ორი კერძო პირის დავა არათუ ინგლისის, არამედ ქართული საზოგადოების საჯარო ინტერესსაც კი არ წარმოადგენს და ამ თემაზე ზედმეტი ხმაურით, დარწმუნებულები ვართ, გადავღალეთ საზოგადოება. თუმცა, ეს ჩვენი არჩევანი არასოდეს ყოფილა. მედია-სივრცეში დავა ყოველთვის პატარკაციშვილების მხარეს გადააქვს, რადგან არ აქვს სასამართლოში გამარჯვების იმედი.

ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ წაგებული საქმის მოგებულად გამოცხადება რაღაც ახალია. დაუჯერონ არა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არამედ იცხოვრონ საკუთარი ადვოკატების ინტერპრეტაციებში, ეს პატარკაციშვილების უფლებაა, მაგრამ გაითვალისწინონ ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ სასამართლო ფულის გადახდას აკისრებს წაგებულს და არა მოგებულს. ამიტომ, ვურჩევთ პატარკაციშვილების ოჯახს, დროზე გადაიხადოს დიდი ბრიტანეთის ვირჯინიისა და ლონდონის სააპელაციო სასამართლოების მიერ მათთვის დაკისრებული თანხები და ნუ გაირთულებენ საქმეს სასამართლოს დადგენილებების შეუსრულებლობით.

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველა დაწყებულ საქმეს, მით უფრო, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მოუგო ყველა სასამართლო დავა პატარკაციშვილების ოჯახს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში: დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის სასამართლოში, საქართველოში პირველი და მეორე ინსტანციების სასამრთლოებში და ამა წლის 9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ მოვიგეთ და მოვუგებთ პატარკაციშვილების ოჯახს ნებისმიერ დავას ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, რადგან მართლები ვართ"- განაცხადა ჩხარტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42