ხელისუფლებისგან დაიწყო პირდაპირი მცდელობა, მოახდინონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია - ჩოკორაია
პოლიტიკა - 19:26, 16 Dec, 2016     2826
პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება ისე დაამტკიცა, რომ ქვეყნის პირველი პირის მოწოდებაზე არც კი უმსჯელია.


საქმე ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დაეფუძვნებინა“.

მანამდე კი გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს საკონსტიტუციო კომისიის განსხვავებული ფორმატი, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თანათავმჯდომარეობით შესთავაზა.

საოლოო ჯამში კი საკონსტიტუციო უმრავლესობით ზურგგამაგრებულმა მმართველმა ძალამ მათა უმრავლესობით (96 ხმით) გადაწყვიტა ისიც, რომ კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

საკონსტიტუციო კომისია, პირველ სხდომას სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გამართავს.

საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ შეუცვლია - კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი და არც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი არ იქნებიან ჩართულები.

პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციას ეჭქვეს აყენებს, პირველი პირის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, კომისიის შექმნის წესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და მასში მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე:

„წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე, უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებები მიღებაზე. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან" - თქვა გიორგი აბაშიშვილმა 12 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

სანამდე მივა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგი განხეთქილება უცნობია, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ბოლო დღეებია არ წყდება.

საკონსტიტუციო კომისიის ირგვლივ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე კონსტიტუციონალისტებიც საუბრობენ.

„ნიუპოსტი“ შექმინ აჟიოტაჟზე კოტე ჩოკორაიას ესაუბრა:

- საკონსტიტუციო კომისიის შესახებ დავა არ წყდება, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, რომელიც სპეციალურ ჯგუფის შექმნას ითვალისწინებდა არალოგიკური უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეთავაზება კონსულტაციების გარეშე გაკეთდა, პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით კი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, როგორ აფასებთ შექმნილ მდგომარეობას?

- პრეზიდენტის განცხადება ეს არ იყო იმპერატიულად ფორმატის შეთავაზება ხელისუფლებისთვის. ეს იყო გამოხმაურება იმ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელში აღების პროცესის გათვალისწინებით და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დააანონსა საკონსტიტუციო რეფორმა. იმისთვის რომ საკონსტიტუციო კომისიაში პროცესი არ წარმართულიყო მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის დომინანტური მონაწილეობით, პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიას უნდა გაეზარდოს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და მან თქვა რომ ის მზად იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერთან ერთად ეხელმძღვანელა ამ კომისიისთვის. იმისთვის, რომ თავად პროცესი თავიდანვე ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და მაღალი თანამონაწილეობის. თუმცა ხელისუფლებისგან დაიწყო პირდაპირი მცდელობა, რომ პროცესებისგან პრეზიდენტის მაქსიმალური დისტანცირება მოეხდინათ. რითაც კიდევ ერთი მცდელობა იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოეხდინათ. ჩემი აზრით საპარლამენტო უმრავლესობა უნდა წასულიყო კონსულტაციებზე და პრეზიდენტთან გადაეწყვიტა, შეთანხმებულიყო მუშაობის ფორმატზე. რაღაცა ნორმატიული მასალის მოშველიება და მუხლების მითითება, თითქოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვის უფლება არ აქვს. ეს განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელი იყო, პირიქით, პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდიდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას.

- რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტი?

- თუ ჩვენ შევხედავთ ასეთი ფორმით, პრეზიდენტმა მათ შორის პარლამენტში გამოსვლის დროს მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისა და დიალოგისთვის. იმისთვის, რომ თვითონ საკონსტიტუციო პროცესი წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური მონაწილეობითა და შეთანხმებით. პრეზიდენტის შეთავაზება იყო იგნორირებული. ჩემი აზრით ვინაიდან პრეზიდენტმა დაინახა , რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, სტრუქტურა და 4 თვიანი ვადა ნიშნავს, რომ დაჩქარებულად, ხელისუფლების დიდი ოდენობით მონაწილეობით, საკონსტიტუციო კომისია იქნებოდა მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი. ამიტომ ალბათ ამ ფორმალურ კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ჩაერთვებოდა საერთო სახალხო განხილვის პროცესში. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. შექმნილი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდა ზუსტად პრეზიდენტის უარი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი ძალა პირველ რიგში პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლის...

- ამის საშიშროებას ვხედავ, რამდენიმე მოცემულობიდან გამომდინარე. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოში პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიონ, რასაც უმრავლესობის დეპუტატების განცხადებების მოჰყვა. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საკონსტიტუციო კომისია ალბათ ამისთვის ემზადება. ეს დაჩქარებული პროცესები მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ 2017 წლის ბოლომდე ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ 2018 წელსსაქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესით არჩევნები აღარ ჩატარდეს.

- სად ხედავთ პრეზიდენტ მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის პირველი პირი ალტერნატიული ცენტრის ფუნქციის შეთავსებას ცდილობს...

- წინასწარ ამაზე რთულია საუბარი. ცხადია პრეზიდენტი პირველ რიგში პოლიტიკოსია და ალბათ ის პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გადადგამს ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე როდის გააკეთებს ის ამ ყველაფერს, თუ ბუნებრივია გადაწყვიტა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა და ვინ იქნება მის გვერდით.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42