„თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს
პოლიტიკა - 18:06, 16 Dec, 2016     828
„თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შალვა შავგულიძის განცხადებით, ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, პოზიტიური შედეგის მოლოდინი არ აქვთ.

“ჩვენ შევეცდებით, მუშაობის პროცესში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა “ქართული ოცნება“ დავარწმუნოთ, რომ არ მოხდეს პრეზიდენტის საყოველთაო წესით, კონსტიტუციით გათვალისწინებული არჩევის შეცვლა პარლამენტის მიერ მისი არჩევით. ეს გამოიწვევს იმას, რომ “ქართული ოცნება“ აბსოლუტური კონტროლის ქვეშ მოაქცევს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჯერჯერობით არ არის “ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ასევე მათი ინიციატივა იქნება, რომ პარლამენტი დაკომპლექტდეს პროპორციული წესით არჩეული წევრებისგან, რაც გამოიწვევს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. შავგულიძის განმარტებით, გადასახედია პროკურატურის საკითხიც.

“მიგვაჩნია, რომ გადასახედია პროკურატურის ადგილი, ვინაიდან პროკურატურა ბოლო პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაშია და ამან მოგვცა ძალიან ცუდი შედეგი. ჩვენ გვაქვს პოლიტიზებული პროკურატურა, როგორც წინა ხელისუფლების დროს. ასევე, კონსტიტუციაში უნდა აისახოს ის დებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს უფლებამოსილება. კერძოდ, მას შეეძლოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების შეფასება საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, თუ „თავისუფალი დემოკრატები“ ნახავენ, რომ ოპოზიციის აზრი საკონსტიტუციო კომისიაში არ არის გათვალისწინებული, მათ შესაძლოა კომისია დატოვონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42