შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ანადოლუ ჯგუფის“ მორიგ ინვესტიციას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ „ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ქვემო სვანეთის რეგიონში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარს აღემატება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს „ანადოლუ ჯგუფის“ სამომავლო გეგმები საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღინიშნა მათი დაინტერესება სასოფლო-სამეურნეო სექტორში შემდგომი თანამშრომლობით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. აღინიშნა ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ხელს უწყობს სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარებას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს უხსნის თურქულ ბიზნესს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თუღბან იზზეთ აქსოის, როგორც ქ. სტამბოლში საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობაზე და განიხილეს სამომავლო გეგმები.
მასალის გამოყენების პირობები






