საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა
პოლიტიკა - 17:43, 16 Dec, 2016     1316
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ილჰალ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თბილი დახვედრისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკაა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება. მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ლევან იზორიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მომავალ წელს სამმხრივი თანამშრომლობის დონის შეხვედრა საქართველოში უკვე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე იგეგმება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42