ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2017 წელს ისეთივე დახმარება გაეწევა მოსახლეობას, როგორც ეს მიმდინარე და წინა წელს იყო - ნარმანია
პოლიტიკა - 17:21, 16 Dec, 2016     1547
ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2017 წელს ისეთივე დახმარება გაეწევა მოსახლეობას, როგორც ეს მიმდინარე და წინა წელს იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„რაც შეეხება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის თანხის შემცირებას, რასთან დაკავშირებითაც ხშირად მესმის აპელირება ოპონენტების მხრიდან. საზოგადოებას განვუმარტავ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ისეთივე დახმარებას გაუწევს მათ თბილისის მერია 2017 - ში, როგორც ეს მიმდინარე და წინა წელს იყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, უკლებლივ ყველა პროგრამა, რომელსაც ის თბილისელებს დაპირდა დღეს წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენ გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე მოქალაქეებს დავპირდით. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დღეისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას. ჩვენ 2015–2016 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით 6 ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, ხოლო სოციალური მიმართულებით – 4. გარდა ამისა, სოციალური პროგრამების უმეტესობამ დაფინანსების კუთხით ცვლილება განიცადა და რიგ შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა გაორმაგდა, რიგ შემთხვევაში კი, გაიზარდა, რაც, ასევე, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ამოქმედდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა. სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 2015 წლიდან 800 ლარის დახმარება დაენიშნათ, ხოლო სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები 2015 წლიდან 900 ლარის დახმარებას იღებენ.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის რომელთა სარეიტინგო ქულაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 001-ს, 2015 წლიდან ზამთრის პერიოდში (ნოემბერი–მარტი), კომუნალური სუბსიდია გაორმაგდა და მათ ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის დასაფარად, თვეში აბონენტის ნომერზე ერიცხებათ არაუმეტეს 106 ლარისა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში 2015 წლიდან ყველა ახალშობილზე ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობის დახმარებას გასცემს. „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე კი, დაპირებისამებრ, ყოველთვიური დახმარება გაორმაგდა და 50 ლარი გახდა. ასევე, როგორც მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 200 და რიგ შემთხვევაში 500 ლარით გაიზარდა მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება. ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ასევე იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რაც პროგრამის დაწყებაში გამოიხატა და თბილისის მერიამ 2015-2016 წლებში 60 პროექტი–განცხადება დააფინანსა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მიუსაფარი პირებისთვის თბილისში აშენდა პირველი კაპიტალური თავშესაფარი, სადაც მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ე.წ. კარვების ქალაქიდან მიუსაფარი პირები თავშესაფრით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით და საკვებით არიან უზრუნველყოფილნი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42