,,ჩვენ გვყავს ერთადერთი მტერი, არაფორმალური მმართველობა - გამოსავალი სახელმწიფო იდეის გარშემო გაერთიანებაა!“
პოლიტიკა - 17:07, 16 Dec, 2016     1008
საპარლამენტო არჩევნების შემდგე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე წერს საზოგადოება ,,ივერიას“ წევრი, საქართელოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე. დიპლომატი შექმნილ ვითარებას ,,უმძიმესი პოლიტიკური კრიზისს” უწოდებს და გამოსავლის გზებზე საუბრობს:

მოდი გადავხედოთ ივანიშვილის პოლიტიკურ მიღწევებს.

1. მთლიანად ჩაიგდო ხელში პარლამენტი და მისი მართვის სადავეები;

2. მთლიანად, საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტა მინისტრთა კაბინეტი და თავის ჭკუაზე მართავს მას;

3. ქვეყნის პრეზიდენტად მოგვივლინა სუსტი და უპრინციპო პერსონა და მოახდინა ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია;

4. ზემოთხსენებული პერსონისა და მართული პარლამენტის დახმარებით ხელში ჩაიგდო ქვეყნის სასამართლო სისტემა;

5. თითქმის მთლიანად მართავს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ყველა დონეზე;

6. დედაქალაქის მერად, პრაქტიკულად დაგვინიშნა, ამ პოსტისათვის სრულიად შუსაბამო არსება და მოახდინა ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თანამდებობის დისკრედიტაცია;

7. ხელში მთლიანად ჩაიგდო მედიასივრცე.

8. დააკნინა თავდაცვა, უშიშროება, პოლიცია, რითიც სახელმწიფოს უსაფრთხობას გამოუთხარა ძირი.

და მან, ეს ყველაფერი, გააკეთა საზოგადოების ჩუმი და მორჩილი მხარდაჭერით ისე, რომ თავად არაფერზე არის პასუხისმგებელი.

ახლა, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად მის ხელში გადავიდა, აუცილებლად დაიწყება ამ ფარსის მეორე განყოფილება - ვალდებულების შესრულება. მას ვალდებულება კი მხოლოდ კრემლის მიმართ გააჩნია. კრემლმა მას უკვე შეუქმნა შესაბამისი ფინანსური და ემოციური ანტურაჟი და ვფიქრობ, უახლოეს ხანებში, ივანიშვილი დაიწყებს კრემლის ინტერესების გატარებას. ეს ინტერესები ძირითადად სომხეთთან რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნას უკავშირდება. არის კიდევ სხვა ინტერესებიც, როგორიცაა გაზის სატრანზიტო ხაზები, ენერგოგენერაციის ობიექტები, რუსეთთან შემაერთებელი საავტომობილო გზები, საბანკო სივრცეში პრეფერენციები, მაგრამ რკინიგზის თემა არათუ უმნიშვნელოვანესი, არამედ ეგზისტენციალურია ჩვენი ქვეყნისათვის.

საინტერესოა, საზოგადოება (თუკი შეიძლება მისი ასე მონათვლა) ამ შემთხვევაშიც გააგრძელებს ივანიშვილის ჩუმ და მორჩილ მხარდაჭერას ?

ჩამოვთვალე ივანიშვილის პოლიტიკური მიღწევების სია. მთავარი კი არ დამიწერია. ქვეყნის პოლიტიკური ველის, როგორც სახელისუფლებო, ასევე ყველა ტიპისა თუ იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიების სრული დისკრედიტაცია.

ქვეყანაში დღეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია. საზოგადოებას აღარ გააჩნია არც ერთი პოლიტიკური ძალის ნდობა. ხელისუფლება, საკუთარმა ნაბიჯებმა მთლიანად გააკოტრა. უნდობლობაა ოპოზიციის მიმართაც. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა პროდასავლურ ფრთას მიადგა. ძირითადი ოპოზიციური პარტია შიდა დაპირისპირების დამანგრეველ პროცესშია შესული და ვეღარ ასრულებს მის ძირითად პოლიტიკურ მოვალეობას, ქვეყნის არაფორმალურ მმართველობასთან ბრძოლას.

ასეთ დროს ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. უნდა მოხდეს საზოგადოების შეგნებული ნაწილის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სოციალურ მედიაში მოქმედი აქტიური ჯგუფების, საზოგადოების ავტორიტეტული პერსონალიების, გაერთიანება ერთადერთი პრინციპის, გნებავთ პლატფორმის ან იდეოლოგიის გარშემო, ძლიერი, ქართული, დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებისა და ქვეყნის დეოკუპაცია-გაერთიანებაზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეის გარშემო.

დღეს, როცა ვხედავთ, რომ საზოგადოება ტოტალურმა ფრუსტრაციამ და ნიჰილიზმმა მოიცვა, როცა ძლიერდება ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიური, კულტურული და პოლიტიკური გავლენა, როცა ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღების, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებიდან მეორეხარისხოვანზე გადატანას და ამაში როგორც NGO-ებს ასევე ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასაც ითრევს, ვთვლი, რომ საჭიროა სწორედ ასეთი, საზოგადოებრივი ერთიანობის, სახალხო მოძრაობის შექმნა, რათა ისმოდეს არა პოლიტიკური პარტიების ფუნქციონერთა ხმა, არამედ ხმა ხალხისა, საზოგადოებისა !

ასეთი ხმამაღალი განცხადების, ლამისაა მანიფესტის გაკეთების უფლებას, მაძლევს ის, რომ ვხედავ ასეთი გაერთიანებების ჩასახვას, ვაკვირდები მას დიდი იმედით !

ჩვენ, ყველას გვყავს ერთადერთი მტერი, არაფორმალური მმართველობა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დამთავდეს ! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42