,,ჰუმანიდის” სკანდალი - ,,საპარტნიორო ფონდმა 9 მლნ კრედიტი გამოყო და არა 30, საიდან გაჩნდა ეს ციფრი, არვიცი“
პოლიტიკა - 15:49, 16 Dec, 2016     4443
„ჰუმანიდთან“ დაკავშირებით ატეხილი ხმაურის ინიციატორებიდან არცერთი პირადად მე არ დამკავშირებია და არ დაინტერესებულა, რომ ჩემგან მიეღოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

საგანელიძე იმ აჟიოტაჟს ეხმაურება, სადაც საუბარი „ჰუმანიდს“ შეეხება. საგანელიძის ინფორმაციით, ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობისთვის საპარტნიორო ფონდმა “ჰუმანიდს“ კრედიტი გამოუყო, რომელიც 9 მილიონ ლარს შეადგენს.

„ეს თანხა არის 9 მილიონი და არა 30, როგორც ამას ამბობენ. საიდან გაჩნდა საერთოდ ეს ციფრი, არ ვიცი.

საპარტნიორო ფონდმა „ჰუმანიდს“ არ აჩუქა ეს ფული, ეს არის კრედიტი, რომლის უკანაც საკმაოდ მყარი საბანკო გარანტიებია, თუ “ჰუმანიდი” არ შეასრულებს ვალდებულებებს, საპარტნიორო ფონდისთვის ეს არ არის პრობლემა, რადგან გვაქვს საკმაოდ მყარი გარანტიები.

დაგეგმილია საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, შერჩეულია ტერიტორიაც. სწორედ “ჰუმანიდის” დამსახურებაა ისიც, რომ ზაფხულში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 300-მდე დასახელების მედიკამენტი გაჩნდა და ეს რეალურ ფასებთან შედარებით, 30% დაბალი იყო, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათი იყო, ეს არის გარკვეული კონკურენცია და ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ამიტომ გაუგებარია ფარმაცევტული საწარმოების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი.“- განაცხადა დავით საგანელიძემ.

საგანელიძე „ჰუმანიდში“ მისი ნათესავის მუშაობის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. საგანელიძე აცხადებს, რომ მისი ნათესავი გიორგი საგანელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე, მის საპარტნიორო ფონდში მისვლმდეც მუშაობდა.

“გიორგიმ დაიწყო მუშაობა ჩემ მისვლამდე 2 წლით ადრე, ამ ადამიანს ეკავა ერთ-ერთი დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე არის კარგი თარჯიმანი და ნეპოტიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით რა შუაშია, ჩემთვის გაუგებარია,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42