რის მიხედვით ირჩევენ სპეცსამსახურები მსხვერპლს - სკანდალური ინტერვიუ უშიშროების ყოფილ თანამშრომელთან
პოლიტიკა - 15:33, 16 Dec, 2016     16686
2017 წლის ბიუჯეტში, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურის, კერძოდ, სუს-ის ბიუჯეტი სოლიდურადაა გაზრდილი. ოპოზიცია, უფრო „ნაცმოძრაობა“ ეჭვობს, რომ სუს-ის დაფინანსების გაზრდა ხელისუფლებას შესაძლოა, იმისთვის აწყობს, რომ ქვეყანაში მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს. ისე, ყოფილი მმართველი გუნდი „კონტროლის გამკაცრებაზე“ რომ ლაპარაკობს, მინიმუმ, უხერხულია, რადგან იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, როგორც ამბობენ, ყველას და ყველაფერს აკონტროლებდნენ - ფარულად უსმენდნენ, უღებდნენ და, ერთი სიტყვით, უთვალთვალებდნენ. ზოგადად, ძლიერი სპეცსამსახური ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს, ანუ თუ უშიშროების ორგანოებს ფინანსები არ აქვს, მინიმუმ, სადაზვერვო სამუშაოებს ვერ აწარმოებს, თუმცა ფულთან ერთად, პროფესიონალიზმიც აუცილებელია, მაგრამ ამ საქმის სპეციალსიტები ამბობენ, რომ ბოლო წლების ქართული სპეცსამსახური, დაფინანსების სიმწირეზე რომ აღარაფერ ვთქვათ, პროფესიონალების სერიოზულ დეფიციტსაც განიცდის. ამის მაგალითად თუნდაც ყბადაღებული „ჯაშუშური საქმეები“ გამოდგება - 2012 წლამდე, საქართველოს ხელისუფლება უცხო ქვეყნების აგენტებს სულ „ბღუჯა-ბღუჯა“ აპატიმრებდა, თუმცა ერთი-ორი შემთხვევის გარდა, დაკავებულთა საქმეებში არ ფიგურირებს, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყანა, როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, არც „ფოტოგრაფების საქმეში“ „დევს“, არც - ვახტანგ მაისაიასი და არც - სიმონ კილაძის. ისე, კილაძე პირველი იყო, რომელსაც „შპიონობა“ „შეტენს“. ზოგადად, როცა ქვეყანა უცხო ქვეყნის ჯაშუშს გამოავლენს, კი არ იჭერს, არამედ, მის „პერევერბოვკაზე“ მუშაობს, თუმცა საქართველოში ამ „სპეცსამსხურულ არითმეტიკას“, როგორც განვლილი წლებიდან ჩანს, არ აღიარებენ. არადა, ადამიანის გადასაბირებლად, პროფესიონალთა თქმით, მინიმუმ, ათი წუთია საჭირო. მოკლედ, როგორ ხდება ადამიანების გადაბირება, „დავერბოვკების“ რამდენი მეთოდი არსებობს და რის მიხედვით ირჩევენ სპეცსამსახურები მსხვერპლს? – „ნიუპოსტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სპეცსამსახურის გამოცდილ თანამშრომელთან, რომელიც საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, მიჩნეულია, რომ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გავლენის აგენტურა რუსეთს ჰყავს, თუმცა „ნიუპოსტის“ რესპოდენტი ამ წარმოდგენას ანგრევს და აცხადებს:

- საქართველოში აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოებია გახსნილი. საელჩოებთან კი, როგორც წესი, სადაზვერვო რეზიდენტურებია შექმნილი, რომლებიც ცდილობენ, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში ინფორმატორები შეიძინონ. როგორ გგონიათ, იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩამოვთვალე, საქართველოში თავიანთი ინფორმატორები არ ჰყავთ? შესაბამისად, იმის თქმა, ქვეყანაში სულ რამდენი უცხო ქვეყნის აგენტია, რთულია... 1982 წელს, პოლონეთში ვიყავი, იქაური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს შევხვდი და მითხრა, შარშან 175 `შპიონი~ დავიჭირეთ და აი, რამხელა მიღწევა გვაქვსო. ამ კაცს რომ დავცილდი, ჩემს თანმხლებს ვუთხარი, პოლონეთის საქმე დაღუპულია-მეთქი. მკითხა, რატომო. 175 `შპიონი~ კი დაიჭირეს, მაგრამ 2 ათასი დაუჭერელი დარჩა-მეთქი. იმის თქმა არ მინდა, რომ საქართველოლშიც ამდენი აგენტია, მაგრამ ჩვენმა სპეცსამსახურმა, შეიძლება, 100 ქვეყნის ინფორმატორი დაიჭიროს, მაგრამ რასაც ვერ გამოავლენს, ხუთჯერ მეტი ხომ იქნება?!

- უცხო ქვეყნები და ადგილობრივი სპეცსამსახურები აგენტს რის მიხედვით ირჩევენ?

- ადამიანის შესწავლა კომპლექსურად ხდება... გადასაბირებლად კი სამი გზა არსებობს - იდეოლოგიური, ანუ პატრიოტული ფინასურ-ეკონომიკური და კომპრმასალები. სამივე მეთოდი ერთად, კომპლექსში გამოიყენება, თუმცა შეიძლება, მხოლოდ ერთ-ერთი დაგჭირდეს...

- გადასაბირებლად დიდი დროა საჭირო?

- გადაბირება ზოგჯერ 10 წუთშიც ხდება... ერთხელ, ჩვენი დაზვერვის ოფიციალურ თანამშრომელს საზღვარგარეთ ავტოავარია მოუხდა, პოლიციამ განყოფილებაში წაიყვანა და 10 წუთის მერე იქიდან `დავერბოვკებული~ გამოვიდა. ამის შესახებ ჩვენ გვიან გავიგეთ და ეს ადამიანი გავასამართლეთ... ზოგადად, აგენტურულ-ოპერატიული ქსელი ცოცხალი ორგანიზმია და ყველა ოპერმუშაკს კავშირზე 15 აგნეტი მაინც უნდა ჰყავდეს და მას ყოველდღიურ დავალებებს აძლევდეს. სხვათა შორის, აგენტურულ მუშაობაში დიდ როლს უბნის ინსპექტორი ასრულებს, რადგან სწორედ მან იცის, უბანში ვინ რას აკეთებს. შეიძლება, ვინმემ თქვას, ეს პოლიციური რეჟიმიაო, მაგრამ ვიღაცები შინ, ვთქვათ, ბომბებს ინახავენ და არ უნდა ვიცოდეთ, რისთვის სჭირდებათ?..

- კი ბატონო, მაგრამ ხომ შეიძლება, მეზობელს მეზობელი არ „ევასებოდეს“ და სპეცსამსახურს მასზე ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს?

- ამის გამორიცხვა, რომ შეიძლება, ვიღაცამ ვიღაც ტყუილად დააბეზღოს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ სპეცსამსახური სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოს.

- სპეცსამსახურმა უცხო ქვეყნის აგენტი უნდა დაიჭიროს და გამოაშკარაოს, თუ ე.წ. „ორმაგი ვერბოვკა“ გაუკეთოს?

- რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ ჯაშუში გადმოიბირო, მაგრამ გააჩნია, ქვეყანაში როგორი პოლიტიკური სიტუაციაა.

- რას გულისხმობთ?

- თუ ჩვენი მოქალაქე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურმა გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, ამ ადამიანის კონფრომტაცია ან ფაქტზე დაკავება ხდება. მოკლედ, ყველაფერი პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული. ისე, ფაქტი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ჯაშუში ვინმეს ინფორმაციას გადასცემდეს და სწორედ ამ დროს დააკაონ, ანუ პიროვნება, როგორც წესი, დიდი ხნის მანძილზე კონტროლდებოდა. საერთოდ, აგენტურულ მუშაობას, მხატვრობისა არ იყოს, ნიჭი სჭირდება.

...თავის დროზე, საზღვარგარეთ ვმუშაობდი და ჩემი, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის მთავარი მიზანი ის იყო, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც თავს ყველანაირი ინფორმაცია იყრიდა, საინფორმაციო წყარო, ე.წ. `ისტოჩნიკი~ მყოლოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის დაზვერვა შეეცდებოდა, რომ თავისი კაცი ისეთ დაწესებულებებში ჰყავდეს, როგორიც, მაგალითად, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ უშიშრეობის საბჭოა. სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, რომ აგენტი თავის უშუალო, ასე ვთქვათ, ზემდგომს იცნობდეს, უფრო სწორედ, შეიძლება, იცნოდბეს, მაგრამ მასთან კომუნიკაცია მინიმუმადე ჰქონდეს დაყვანილი... ზოგადად, დაზვერვაში ყველაზე სუსტი რგოლი ინფორმატორსა და ცენტრს შორის კავშირია, ანუ ინფორმაციის გადაცემის რამდენინმე წყარო არსებობს: აგენტისა და ცენტრის წარმომადგენლის პირისპირ შეხვდრა. აგენტის მიერ ინფორმაციის სადღაც დატოვება... სპეცსამსახური ყოველთვის უშვებს, რომ მის აგენტს შეიძლება, ადგილობრივი კონტდაზვერვა უთვალთვალებდეს და ამიტომ ინფორმატორთან ურთიერთობის ახალ-ახალი ფორმის მოგონებას ცდილობს...

აგენტურულ მუშაობაში ასეთი ტერმინიც არსებობს - ,,პიროვნების ბნელი გამოყენება".

- ეს რას ნიშნავს?

- სპეცსამსახური ადამიანს ისე იყენებს, რომ ამ ადამიანმა არაფერი იცის...

- სპეცსამსახურები თავიანთ აგენტების ცხოვრების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ?

- ყველა ქვეყნის დაზვრევა და კონტრდაზვერვა ცდილობს, რომ მისი ინფორმატორი სხვისგან არაფრით გამოირჩეოდეს. რამდენიმე წლის წინ, აშშ-ში, „ცე-რე-უ“-ს თანამშრომელი, ეილსი დააკავეს და მასზე ეჭვი იმის გამო მიიტანეს, რომ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე დიდი ქონება შეიძინა და დადგინდა, რომ ეს კაცი ფულს საბჭოთა კავშირისგან იღებდა. ისე, ჩემი აზრით, ეილსი თვითონ საბჭოთა მხარემ `ჩაუშვა~...

- სპეცსამსახურები ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანებთან, ვთქვათ, სულით ავადმყოფებთან კავშირს ამყარებენ?

- (იცინის) ერთხელ, ალექსი ინაურმა დამიძახა, საქმე როგორ არისო. ვუთხარი, დამნაშავეების უმრავლეოსბა ფსიქო-ნერვულ დისპანსერშია აღრიცხვაზე და კანონით, დასჯა არ ეკუთვნით-მეთქი. კაცო, ქვეყანას ანგრევენ და რა მნიშვნელობა აქვს, ეკუთვნით თუ არაო...

- დამნაშავეებზე კი არა, სპეცსამსახურის აგენტებზე გკითხეთ და მოდით, კონკრეტულად მიპასუხეთ: სპეცსამსახურები შეურაცხადებთან კავშირს ამყარებენ?

- რატომაც არა?!.

ცნობისთვის: ადამიანის „დასავერბოვკებლად“ და `დასამუშავებლად, როგორც ამბობენ, ფსიქოტროპული საშუალებებიც გამოიყენება... ასე, მაგალითად, სოლიკო ხაბეიშვილს, რომელსაც 1980-იან წლებში ცეკა-ს მდივნის პოსტი ეჭირა და რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, „კა-გე-ბე“-ს იზოლატორში, თურმე, რაღაც აბებს ასმევდნენ. ამის გამო ხაბეიშვილი, როგორც მერე ითქვა, მუდმივ მოთენთილობას გრძნობდა და დაპროგრამებულივით მოქმედებდა...

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სპეცსამსახური საკუთარი მიზნების მისაღწევად არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამაინებსა და ე.წ. სექსმუშაკებსაც იყენებს, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ რესპოდენტი ეუბნება, ეს მეთოდი უფრო საბჭოთა უშიშროებისთვის იყო დამახასიათებელი და შესბამისად, ეს „ინტიმური იარაღი“ მემკვიდრეობით თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს უშიშროების ორგანოებსაც გადმოეცათ.

„80-იან წლებში, საბჭოთა კავშირში ერთი ევროპელი დიპლომატი ჩამოვიდა. „კა-გე-ბე“-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო. ჰოდა, ერთი სიმპათიური ბიჭი მიუგზავნა. ცხადია, ფოტოებიც გადაუღო. მერე, ეს უცხოელი დაიბარეს და ფოტოები აჩვენეს, თან დაშანტაჟება დაუპირეს, თუ ჩვენზე არ იმუშავებ, იცოდე, ყველაფერს შენს ცოლს გავუგზავნითო. უცხოელი სიცილით მოკვდა, ჩემმა ცოლმა ყველაფერი იცის და რაც გინდათ, ის ქენითო,“ - იხსენებს „ნიუპსტთან“ საუბრისას უშიშროების გამოცდილი მუშაკი და დასძენს, რომ მართალია, ახლა სხვა დროა და მეტი თავისუფლებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მაინც ტრადიციული ქვეყანაა, ე.წ. „სექსკომპრომატებით“ „დავერბოვკება“ ჩვენთან კიდევ კარგა ხანი იქნება აქტუალური...

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42