„გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფოების საქართველოსთვის გაწეულმა მხარდაჭერამ დადებითი შედეგი მოიტანა“- ჯანელიძე
პოლიტიკა - 15:27, 16 Dec, 2016     1616
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში 2016 წლის 16 დეკემბერს გამართულ გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანია-საფრანგეთს შორის წლების მანძილზე დამყარებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროების მიმართულებით.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 25 წლის განმავლობაში გერმანიამ და საფრანგეთმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკურ- პოლიტიკური სტატუსის განმტკიცების კუთხით. ორივე ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზით საქართველოს სტაბილურ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა საკუთარ მიმართვაში ასევე ისაუბრა გერმანია-საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამის დასტურად მიხეილ ჯანელიძემ ბოლო წლებში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლა, ასევე მედიის თავისუფლების, საინვესტიციო გარემოს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და არჩევნების წარმატებით ჩატარება დაასახელა.

„წარმატებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად პოზიციონირებას და საშუალებას აძლევს ქვეყანას შეასრულოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ევროპის სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, მსგავსი მასშტაბის გერმანულ-ფრანგული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური და გერმანული და ფრანგული ბიზნეს წრეების დაინტერესების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია.

თბილისმა პირველად უმასპინძლა გერმანულ-ფრანგულ რეგიონალურ ამბასადორიალს, საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42