წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.
ცვლილებას შსს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა.
“მთავრობამ გაიზიარა ჩვენი პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სტატისტიკამ აჩვენა გაზრდილია მაჩვენებელი იარაღის უკანონოდ შენახვა ტარების შესახებ. ბოლო 5 წელს რომ დავაკვირდეთ, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არ გვაძლევს იმდენ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მართალია ძალიან მონდომებულები ვართ და კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება მეტი პრევენცია და სწორედ ამიტომ მივმართეთ პრევენციით”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






