"პრეზიდენტთან მათი პიროვნული კონფლიქტი გადაიზარდა უკვე ინსტიტუციურ კონფლიქტში და ნათელია, რომ "ოცნება" ეცდება პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას"- თქვა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.
"სიჩქარე რომლითაც საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე იმსჯელა პარლამენტმა, ის მოკლე ვადები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას აქვს მიცემული, ნათლად მიანიშნებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს. საკონსტიტუციო კომისიას განსახილველი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ერთ-ერთი პირველია საარჩევნო სისტემის შემდგომი სრულყოფა და რეფორმირება, თუ ამას გადაწყვეტს "ქართული ოცნება", რომ არ მივიღოთ ისეთივე უსამართლო შედეგი, როგორც დღევანდელი პარლამენტია. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონფლიქტით დაიწყო საკონსტიტუციო კომიისიის შექმნა და ვერ შეძლო სიტუაციის დარეგულირება, საპრეზიდენტო ინსტიტუტთან, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან ამიტომ მნიშვნელოვანია თუ როგორ იქნება ჩართული საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები,"- თქვა აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






