„საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი და რჩება მხოლოდ ორი პარტია. ორი შეხმატკბილებული პარტია. თუ არ გვექნება საშუალება ამ დელეგაციებში ვიყოთ სრულფასოვნად წარმოდგენილები არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას და ჩვენ ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
უმრავლესობის განცხადებით გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად მოხდა და თავდაპირველად „პატრიოტთა ალიანსს“ პრეტენზია არ ჰქონდა, თუმცა პოზიცია მოგვიანებით შეცვალეს:
„ჩვენ მოქმედებთ კანონის სრული დაცვით. გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ჩვენგან პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსს იმ კვოტის ფარგლებში რაც არის დადგენილი რეგლამენტით და გამომდინარეობს კანონიდან ეკუთვნის ოთხი ადგილი. პირველ ეტაპზე მათ თანხმობა განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს პოზიცია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ ოპოზიციის მოსაზრებები.“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






