ქართველ სტუდენტებსა და პოლიციას შორის კიევში დაპირისპირება მოხდა - რას აცხადებს ელჩი
პოლიტიკა - 11:40, 16 Dec, 2016     3659

უკრაინაში, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვიშნევოეში, მომხდარი ინცინდენტის დეტალებზე საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოში უკრაინის ელჩი მიხეილ უკლება ესაუბრა. მისი განმარტებით, იმ სასტუმროს ადმინისტრაციამ, სადაც 90-მდე ქართველი ახალგაზრდა იმყოფება, ხმაურის გამო, სამართალდამცავებს მიმართა. უკლებას თქმით, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, სამართალდამცავებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, ინცინდენტის გამო, პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. მიხეილ უკლებას ინფორმაციით, სიტუაცია, ამ დროისათვის, დასტაბილურდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ.

უკრაინაში საქართველოს ელჩი პირადად ესაუბრა პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ინცინდენტის მიზეზებს არკვევენ.

კიევში მყოფი ქართველები სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. საუბარია 90-მდე სტუდენტზე, რომლებიც უკრაინაში სასწავლებლად იმყოფებიან.

საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, სპეცნაზი გამოიძახა და სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. ასევე, ჩამოართვეს პასპორტები.

ქართველებისთვის მიზეზი უცნობია, რადგან არანაირი განმარტება ადმინისტრაციისგან არ მიუღიათ. სტუდენტები კიევში საქართველოს კავკასიის ევროპულმა უნივერსიტეტმა წაიყვანა.


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42