უძრავ ქონებაზე ფასები მცირდება
პოლიტიკა - 11:35, 16 Dec, 2016     3211
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ოქტომბრის თვის 5000-მდე ტრანზაქცია.

2016 წლის ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირდა 3199 ტრანზაქცია, რაც წინა თვესთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ბაზრის აქტივობის მცირე კლების მიუხედავად, ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს.

უმნიშვნელოდ შემცირდა თბილისის წილი (0.2%-ით) ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდ­ვებში. დედაქალაქში ოქტომბერში ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე დაფიქსირდა (675 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%). გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგი­ლებს შესაბამისად ვაკე (559 ერთეული, 17.5%) და სამგორი (352 ერთეული, 11.0%) ინაწილე­ბენ.

ა.წ. იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულე­ბული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე. 10-თვიან პერიოდში ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 53.6%-ით გაიზარდა და 605 ერთეული შეადგინა (480 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 125 კომერციული უძრავი ქონება). ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 74.2%-ით გაიზარდა და 1 202 828 კვ.მ შეადგინა (990 129 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 212 699 კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).

ოქტომბერში შემცირდა საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის (-3.3% წინა წელთან შედარებით) და ქირის ფასის (-4.9% წინა წელთან შედარებით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 877 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქირის საშუალო ფასმა - 7.41 აშშ დოლარი. ოქტომბერში მთაწმინდა იყო ყველაზე ძვირი რაიონი როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 048 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.63 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი კი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (520 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით - გლდანი (4.13 აშშ დოლარი).

ამავე თვეში შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (-11.1% წინა წელთან შედარებით) და იჯარის ფასის ინდექსებიც (-13.7% წინა წელთან შედარებით). ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 133 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი - 10.22 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია ISET- ის ვებგვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42