სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში შეუძლებელია - კობახიძე
პოლიტიკა - 14:04, 15 Dec, 2016     531
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში შეუძლებელია.

”როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი განიხილებოდა, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კომისიაში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, არჩევნების დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, შესაბამისი ფორმატის დაფუძნების თაობაზე. ამის შემდეგ, მეორე დღეს, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და შემოგვთავაზა საკუთარი ფორმატი, რომელიც სამი თანათავმჯდომარის არსებობას ითვალისწინებდა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ფორმატი იქნებოდა ყველაზე სწორი შედეგის დადგომის თვალსაზრისით და შემოგთავაზეთ ფორმატი, რომელიც არის წარმოდგენილი დადგენილების პროექტის სახით. ჩვენი არგუმენტები არის სამართლებრივი ხასიათის და ასევე პრაქტიკული ხასიათის. ჩვენი აზრით, რა პრობლები ჰქონდა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს? - პრეზიდენტი გვთავაზობდა ფორმატს, რომლის შესაბამისად, ინიციატივა პარლამენტიდან გადადიოდა პრეზიდენტისკენ. ეს იყო ამ ინიციატივის ძირითადი არსი. პარლამენტის წევრების დიდი ნაწილი იურისტები ხართ და მოგეხსენებათ, რომ სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში არის შეუძლებელი. როდესაც საუბარია სამ თანათავმჯდომარეზე, ერთ-ერთი არის თავმჯდომარე და დანარჩენი ორი თანათავმჯდომარე. ამ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ საჭირო იქნებოდა სამართლებრივი აქტების გამოცემა, დებულების დამტკიცება, კომისიის მდივნის დანიშვა და ასე შემდეგ, რაც უნდა გაეკეთებინა ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს. ჩვენ ვიღებდით ფორმატს, სადაც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იყო რეალურად დომინანტი თავმჯდომარე და მას ორი თანათამჯდომარე ეყოლებოდა. იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტიციის გათვალისწინებით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სიმბოლური თვალსაზრისით ის არის პირველი პირი ქვეყანაში, ის უნდა ყოფილიყო ამ სამთაგან წამყვანი პირი. აქ იყო კონცეპტუალურ განსხვავებაზე საუბარი. ჩვენი კონცეფციის თანახმად, მუშაობა არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა, ხოლო პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო არსებითად საპრეზიდენტო ფორმატი”, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42