პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე საკონსტიტუციო კომისიის საკითხზე საუბრობს. როგორც გოგუაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, იგი საკონსტიტუციო კომისიის დამტკიცების პროცესს უარყოფითად აფასებს:
„პრეზიდენტის თხოვნა და მოწოდება, რომ ის ყოფილიყო საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული და ყოფილიყო ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა. პრეზიდენტის მონაწილეობა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი სახელმწიფოში. კონსტიტუცია არის მთავარი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა იცხოვროს ქვეყანამ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ოცნებამ კი არ გადაგვიწყვიტოს, როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ, არამედ, პოლიტიკური ძალების, პრეზიდენტის და მოქალაქეების ჩართულობის და თანხმობის შედეგად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






