თბილისის მერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი გახსნა
პოლიტიკა - 19:02, 15 Dec, 2016     1263
თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სემინარის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საჯარო ადმინისტრირების რეფორმა და დეცენტრალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. სემინარზე, ასევე, ისაუბრეს 2030 წელს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლსა და ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული სემინარი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

„პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობები საერთო გამოწვევებსა და მათზე რეაგირების საკითხებზე ვმსჯელობთ. ასევე, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების გზაზე იმ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები, რაც ბევრმა ევროპულმა, წარმატებულმა ქვეყანამ უკვე გაიარა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას, საქართველოს გარდა, დელეგაციები უკრაინიდან, მოლდოვადან, უნგრეთიდან, გერმანიიდან და ჩეხეთიდან ესწრებოდნენ.

სემინარზე დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის დაძმობილებული ქალაქ ნანტის დელეგაციაც იყო მოწვეული. დელეგაციის წევრებმა თბილისის მერს დავით ნარმანიას, ნანტის მერის ჯოანა როლანის ნება გადასცეს, რათა წელს დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. კერძოდ, მოეწყოს ნანტი-ზაარბრიუკენი-თბილისის სამმხრივი დაძმობილების ფარგლებში დაგეგმილი პროექტი „საზაფხულო უნივერსიტეტი“. პროექტში მონაწილეობას სამივე ქალაქის ახალგაზრდული ჯგუფები მიიღებენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მერიაში, ციფრული ტექნოლოგიების შესახებ სემინარებსა და პრეზენტაციებს მოისმენენ.

აღმოსავლოეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ეროვნული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით იმართება და ორ დღეს გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42