პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 17:27, 15 Dec, 2016     1575

პარლამენტმა „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას მხარი დაუჭირა.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კოლეგებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები, სტრუქტურა და მუშაობის წესი გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვა და ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

კომისიას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის წევრები იქნებიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ხმების 3% მაინც, საქართველოს პრეზიდენტის 2 წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის 2 წარმომადგენელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტი, ეროვნული უშიშროების საბჭოსმდივანი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„დადგენილების ის პროექტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მაქსიმალურად ფართო ჩართულობას ითვალისწინებს. ყველა შესაბამისი სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ჯანმრთელი კონსტიტუციის არსებობით, არის ჩართული პროცესში. ესენი არიან: ყველა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ყველა კონსტიტუციური ორგანო, რომელიც კონსტიტუციის თანახმად მოქმედებს საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. დარწმუნებული ვარ, რომ სუბიექტებს შორის არსებობს სრული კონსენსუსის რესურსი. გარდა ამისა კომისია აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ვენეციის კომისიასთან და ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ამბიციური განაცხადი, რომ ერთი ნორმაც თუ იქნება ნეგატიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ჩვენ მას პარლამენტში არ გავიტანთ და პარლამენტი ასეთ ნორმას არც ერთ შემთხვევაში არ დაამტკიცებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მალე დაიხვეწოს კონსტიტუცია და ვაჩვენოთ ყველას, რომ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება.

პარლამენტის წევრებმა „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, კენჭისყრის შედეგად მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42