"დედოლარიზაცია ქართული ეკონომიკის სისუსტეა"- ფრანსუა პეჰშო
პოლიტიკა - 16:36, 15 Dec, 2016     2062
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა პეჰშოს შეფასებით, დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის სისუსტეა.

„ამის გათვალისწინებით ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული გეგმა კარგია. როდესაც გავეცანით შემოთავაზებულ ვარიანტს, ის საკმაოდ მსგავსია იმ ღონისძიებებისა, რაც სხვა ქვეყნებმა გაატარეს დოლარიზაციის შესამცირებლად. ამ მეთოდებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ეფექტიანია პრობლემის გადასაჭრელად. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით, დოლარიზაციის დონე საქართველოშიც შემცირდება. თუმცა, ამას დრო სჭირდება“, - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე რა გავლენას მოახდენს საბანკო სექტორში სასესხო პორტფელებზე ლარიზაციის ფარგლებში დაგეგმილი დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია, სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში განმარტა, რომ დოლარის სესხების კონვერტაციის მსგავსი მიდგომა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პერუში, 2014-2015 წლებში და შესაძლებელი გახადა სასესხო პორტფელებში დოლარიზაციის დონის შემცირება. „ეს ინიციატივა თითოეული პიროვნების, იპოთეკური სესხის მქონე მევალის სურვილზეა დამყარებული და მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ეფექტი, რასაც ეს ღონისძიება მოიტანს ბანკებისთვის იქნება ის, რომ მათი სასესხო პორტფელი უფრო მეტად ლარში დენომინირებული გახდება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს ბანკებისთვის რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული იქნება“ - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ. მისი განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში ლარის მერყეობას ბაზრიდან მომდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა. „შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია ეროვნულ ბანკის მიმართ იყო მცურავი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა ინფლაციის სამიზნე პარამეტრის დაცვით. ბაზარზე ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ გადაჭარბებული რყევების თავიდან ასაცილებლად ან რეზერვების შესავსებად“, - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42