ზვიად მიხანაშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 16:21, 15 Dec, 2016     1457
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის „EU4justice“ პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარების პროექტის პრიორიტეტებს რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა და განვითარება, ციხის პირობებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანდაცვის გაუმჯობესება; ასევე, რეაბილიტაცია-რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პრობაციის სისტემის ფორმირება წარმოადგენს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიზანაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის სხვა მიმართულებებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

„მოსამზადებელ პერიოდში აქტიური კონსულტაციები გვქონდა ევროკავშირის გუნდთან. პროექტის მიმდინარეობისას კიდევ უფრო დეტალური ხასიათის რეკომენდაციები გამოიკვეთება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს პროექტის სრულფასოვნად განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელის პიტერ დენისის განცხადებით, პროექტის მიზანი ერთობლივი ძალისხმევით სრული რესოციალიცაზიის მიღწევაა.

“პროექტით განისაზღვრა ხუთი კომპონენტი. მათგან ერთ-ერთი გულისხმობს სექტორის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავება-განახლებას. ჩვენი მიზანია, რესოციალისაზიისა და რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია სასჯელის იდივიდუალური დაგეგმვის განვითარება და განზოგადება ყველა მსჯავრდებულზე”, - აღნიშნა პიტერ დენისმა.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებათა გაფართოება, ალტერნატიული, არასაპატიმრო წინასასამართლო ზომებისა და სასჯელის აღსრულების პირობების გაუმჯობესება. ასევე, ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების სტანდარტთა განვითარება და მსჯავრდებულთა სათანადო კლასიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება.

პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროგრამა სამწლიანია და 2019 წლის მაისში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42