„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არცერთი წარმომადგენელი, მათ შორის, უშიშროების საბჭო მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“.- განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია მუშაობას წლის ბოლომდე დაიწყებს. კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი კი 2017 წლის 30 აპრილამდე მომზადდება. კომისია იგივე ფორმატის იქნება, როგორც 2013 წელს შექმნილი ჯგუფი. მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პარლამენტის დადგენილების პროექტისა და დებულების მიხედვით კომისიის შემადგენლობაში საკუთრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განსაზღვრულია ორი ადგილი. გარდა ამისა, კომისიაში თავისი თანამდებობით შედის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მასალის გამოყენების პირობები






