მაკა ჩიჩუა მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 14:38, 15 Dec, 2016     1411

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას „პარტნიორობა: მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში“ დაესწრო, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის "მარიანი" დამფუძნებელმა მარიამ მიქიაშვილმა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მარიამ მიქიაშვილმა საქართველოს პირველ ლედის დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს პრეზდენტის სარეზერვო ფონდის თანამონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის მისასალმებელი მიმართვა გააცნეს: „ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვაშენოთ საზოგადოება, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი ნიჭის გამოვლენის, თვითრეალიზაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა.

ამდენად, უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო პერსპექტივების დასახვას, ხელისუფლებათათვის კომპეტენტური რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტებთან ერთად, განსაკუთრებით მისასალმებელი და სწორი მიმართულებით სვლის საწინდარია ამ პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში.

კონფერენციის მიზანი უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მშობლების და სპეციალისტების გაძლიერება, ასევე სამომავლო თემების გამოკვეთა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42