ევროკავშირი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს
პოლიტიკა - 13:58, 15 Dec, 2016     1030

ევროკავშირი საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს. პროგრამის − „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ − მიზანი მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებაა. პრეზენტაციას, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო.

ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მიმართულებით გაუწევს დახმარებას. ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებაა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. თანამშრომლობა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს: სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკის განსაზღვრა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლება; პროფესიული განვითარება; საზოგადოებასთან ურთიერთობა; მართვისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიის აღსრულების პროცესში დაეხმარება. თანამშრომლობა სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება. რეფორმირების პროცესში ჩართული იქნებიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. ღია და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფისათვის დაიგეგმება და განხორციელდება საზოგადოებრივი კამპანიები. ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტების შემუშავებაში ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2013 წელს მიიღო. მისი მიზანი კანონის უზენაესობის განმტკიცება, უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაშაულის შემცირება და მართლმსაჯულების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფაა. სტრატეგიის თანახმად, უნდა გაუმჯობესდეს პროკურატურის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები, აგრეთვე, ევროკავშირის ექსპერტები − პროექტის მიმართულების კოორდინატორები.

„მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ იუსტიციის სამინისტროს გარდა, სასამართლოსა და პენიტენციარული სისტემის მხარდაჭერის კომპონენტებსაც მოიცავს. 32-თვიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 7.6 მილიონი ევროა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42