მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა დათანხმებოდა პრეზიდენტის შეთავაზებას და კომისიაში მარგველაშვილი თანათავმჯდომარედ უნდა წარდგენილიყო.
„ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის არ უნდა ეთქვა უარი თანათავმჯდომარეობაზე. მე არ ვიცი, რა იგულისხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის საკითხის სახალხო განხილვაში, ისინი არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და მსგავსი სახით, როგორ მოხდება მათი ჩართულობა, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მანანა ნაჭყებია ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უწოდებს აპრილში დაანონსებულ კონსტიტუციის სახელშეცვლილ ვარიანტს.
„პრეზიდენტი რომ ყოფილიყო კომისიაში თანათავმჯდომარე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კომისიის მუშაობა. მე ვთვლი, რომ ასევე, ხელისუფლება მზად არ იქნება აპრილში კონსტიტუციის შესაცვლელად, რადგან ეს ძალიან ცოტა დროა, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არც ისეთი სახარბიელო ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, როგორსაც გვპირდებიან“, – აღნიშნა ნაჭყებიამ.
მასალის გამოყენების პირობები






