„რომ მოვფახფახდები...ჩემი 80 წლის იუბილის რეჟისორობას ხომ არ დამამადლი დათო? ჯოხით და "პადრუჩკით“ ხომ გამომიყვან სცენაზე??ხავერდის ჩალმასაც დავიხურავ“- წერს რეჟისორ დავით საყვარელიძეს თამარ ივერი და ამ კომენტარით რეჟისორის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
ამ პოსტით კი გაბრაზებულ-გაღიზიანებულმა ოპერის ყოფილმა დირექტორმა დავით საყვარელიძემ ის გოგონა ამხილა საჯაროდ, რომელმაც „ჯორჯიან ივენთიდან“ დაურეკა და ბატონ რეჟისორს მისთვის მიუღებელი ივენთის გაფორმება სთხოვა.
დავით საყვარელიძე: „დღეს ვიღაც გოგონამ დამირეკა, კომპანია "ჯეორჯიან ივენთიდან" გაწუხებთო, მამუკა ხაზარაძეს 50 წელი უსრულდბა და გვინდა, რომ დაბადების დღის რეჟისორი იყოთო .
მე კი ზრდილობიანად უარი ვუთხარი,მაგრამ ჩემ თავზე გავბრაზდი - ნუთუ ასე მიცნობს ეს ხალხი?
შემაზიზღეს საკუთარი თავი, აქაურობა ისედაც მეზიზღებოდა!“
მასალის გამოყენების პირობები






