რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის სასახლეში დისკუსია იმართება
პოლიტიკა - 10:54, 15 Dec, 2016     1003

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით დღეს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია იმართება .

პრეზიდენტის ინიციატივის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად განმკლავების გზები.

თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პირველ ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი.
სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უშიშროების სექტორის 100-მდე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები - ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალჯურანდი, რუმინეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის ეროვნული უშიშროების საბჭოების აპარატების წარმომადგენლები, ასევე, ნატოს წევრი-ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

დისკუსიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილისა და რუმინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უმაღლესი ეროვნული საბჭოს მდივნის მიხაი სომორდოლეას ერთობლივი ბრიფინგი.

საღამოს საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს ღონისძიების შემაჯამებელი სამუშაო სადილს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42