საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, აღნიშნულს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით 2017 წლის ბიუჯეტი ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მთავრობას აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ბიუჯეტი არის მიმართული იქეთკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ის პრობლემები, რომლებშიც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის იმ განცხადებებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამთავრობო ხარჯები 30%-ით უნდა შემცირდეს. კვირიკაშვილი გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა.
„მათემატიკურად ეს შესაძლებელია მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ნაკლები გავლენა ექნება უარყოფითი, ეკონომიკურ ზრდაზე,“-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






