,,ჩვენს გეოგრაფიულ არეალში ყველა ვალუტა გაუფასურდა“ - პრემიერი ლარის კურსის ვარდნასა და მომავლის პერსპექტივაზე
პოლიტიკა - 10:43, 15 Dec, 2016     10202

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ ეკონოიკურ მდგომარეობაზე, ლარის კურსის ცვლილებაზე და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით წარმოდგენილი ქვეყნის ბიუჯეტი პირდაპირ ასახავს მთავრობის მიზნებსა და ნაბიჯებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ლარი გაუფასურება დამოუკიდებლად არ მომხდარა და გაცილებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა საქართველოს სავაჭრო - პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტები:

"გუშინ პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არის ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, თუ რამხელა განსჯა მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ მიზნებსა და ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ.

მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, თუ რა გეგმები გვაქვს, რა მიზნებზეა ორიენტირებული ეს ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ და შევეხო იმ სამეზობლო გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე პროცესებს, რომელშიც ვიმყოფებით.

პირველ რიგში, ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა ჩვენი სავაჭრო - პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია. თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%-ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%-ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%-ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%-ს ზევით). ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლო ქვეყნებშია. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია - საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხვდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება აქცენტის გაკეთება იმ მიმართულებებზე, რომლებსაც შეუძლიათ მეტი სავალუტო საშუალებების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის სწორედ აქეთკენ მიმართული.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მთავრობას აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა. ჩვენი ბიუჯეტი მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყნის ის პრობლემები, რომლებშიც ჩვენ, სხვათა შორის, ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები. ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება; ეს არის იმ მიმართულებების განვითარება, როგორიც არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება; ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომელიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული - უპირველეს ყოვლისა ტურიზმი. ტურისტულ ინფრასტრუქტურაში იხარჯება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და ყოველივე ამის შედეგად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ.

ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ. ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს ინოვაციურს ამ შემთხვევაში - ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მოაქვს მეტი ეკონომიკური დინამიკა, მეტი განვითარება და უფრო მეტი ზრდა.

საქართველო იწყებს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით და იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს რიგ ნაბიჯებს.

ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას. ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება პოზიტიურად ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42