„როგორ ვიშოვოთ რამოდენიმე მილიონი მარტივად? “- ზვიად ციკოლიას საიდუმლო
სოც.მედია - 21:08, 14 Dec, 2016     9667
„როგორ ვიშოვოთ რამოდენიმე მილიონი მარტივად?“ - ამ საიდუმლოს ცნობილი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალური ქსელის საშუალებით უმხელს დაინტერესებულ პირებს.

ზვიად ციკოლია: „ წინა საარჩევნოდ ჰქმნი პარტიას ხმაურიანი სახელით, მაგ. "ქრისტიან-განმათავისუფლებელ-დემოკრატ-ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია"
შემდეგი ნაბიჯია: მასმედიის საშუალებით ბევრი ჭიჭყინი, გინება, ყველაფერი გაკეთებულის და გაუკეთებელის ხაზის გადასმა, ფოტოები ფონად სადაც "მაგარ ტიპებთან" ერთად ხარ გადაღებული, პოზიცია-ოპოზიციის გინება და იმის მტკიცება რომ შენ ყოველ ღამე ძილის წინ ცრემლიანი თვალებით იძინებ საქართველოზე ფიქრით, ის რომ დილით იღვიძებ და თურმე ძილშიც ტიროდი რადგან იქაც საქართველოზე ფიქრობდი, შემდეგ ქუჩებში უნდა გახვიდე აუცილებლად მედიასთან ერთად და ვინმე ახლობელმა "ვითომ სრულიად უცნობმა" უნდა ხელები დაგიკოცნოს, დაგლოცოს და მოაყოლოს რომ შენნაირი სუფთა და წმინდა განზრახვების ადამიანი თუ გადაარჩენს ქვეყანას. აუცილებელი ბავშვი აიყვანო ხელში, მაგრად ჩაკოცნო, ასევე არ დაგავიწყდეთ მოხუცების კოცნა. მერე იწყებთ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით სადღეგრძელოების სროლას და თქვენს
პარტიულ ყრილობაზე ერთი ორი ცრემლიც გადმოაგდეთ ხმის პატარა კანკალით. აი მერე იწყება უკვე მთავარი, პარტიებთან გაერთიანე, ბლოკების შექმნა და აშ. ეგ ყველაფერი ფული ღირს და ამიტომ ვაჭრობა და თანხები მხოლოდ თქვენს ნიჭზეა დამოკიდებული. თან რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მით უფრო მეტს ყვირიხართ და იგინებით, განსაკუთრებით იმის მისამართით ვინც ქვეყანში ყველაზე მეტ თანხას აკონტროლებს. და აი არჩევნების მერე როცა წააგებთ (რაც თავიდანვე იცოდით) ამბობთ რომ ყველაფერი გაყალბებული იყო, ამდენ ტყუილს უბრალოდ თქვენი გული ვერ გაუძლებს და რამოდენიმე მილიონით უბრალოდ გადგებით გვერდზე და არანაირი პასუხისმგებლობაც არ გექნებათ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42