"ცინიზმია, ადამიანები პურს ვერ ყიდულობენ და მინისტრების ვალები უნდა დაფარონ"- ნადირაშვილი
პოლიტიკა - 19:56, 14 Dec, 2016     1347
"ნორმალურია გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის ვალებს ის ადამიანები იხდიდნენ, რომელებიც თავისი შვილისთვის პურს ვერ ყიდულობენ?" - ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირამ ნადირაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

"გუშინ და დღეს აქ საოცარი განცხადებები მოოვისმინე. ფინანსთა მინისტრი გვეუბნება, რომ მას გააჟრიალა სიამვნებისგან როცა ბღუჯა - ბღუჯა ფული დაინახა, მისი მოადგილე სწორედ იმ მომენტში როდესაც ლარი 5 პუნქტით გაუფასურდა ჟურნალისტებს ეუბნებოდა, არ დაიჯეროთ, რომ ლარი უფასურდებაო, ერთერთმა კომიტეტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტი თურმე ყოფილა გზა რომელიც მიგვიყვანს ტაძართან და ერთადერთი კითხვა რომელიც მაქვს ეს დღეებია, რისი მიღწევა გსურთ ამ ფრაზებით, ვანოს შოუში გინდათ მოხვედრა? იცით თუარა, რომ ეს ყველაფერი როგორც თქვენ საუბრობთ, ადამიანები აღიქვამენ დაცინვად? გასაგებია რომ პრბლემების გადაწყვეტის არანაირი უნარი თქვენ არ გაგაჩნიათ. ადამიანები ამას თავიანთ საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ, მაგრამ ეს ცინიზმი რაღა შუაშია მითხარით. გასაგებია რომ თქვენი ეს მოსწრებული სიტყვა - პასუხი შესაძლოა იმ ერთ ადამიანს სოლოლაკში ძალიან მოსწონს, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გაიგოთ, რომ მარტო ბიძინა ივანიშვილის წინაშე არა ხართ ანგარიშვალდებულები, ანგარიშვალდებულები ხართ იმ ადამიანების წინაშე ვინც თქვენ ხმა მოგცათ და მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ და არა იმის როგორ შეაფასებს თქვენ მოსწრებულ სიტყვაპასუხს ბიძინა ივანიშვილი.

ადამიანებს მართლა აჟრიალებთ და არა სიამოვნებისგან, როდესაც ხედავენ ყოველდღე ლარის კურსი როგორ ეცემა, როგორ ვეღარ ყიდულობენ პურს, პირველადი მოხმარების ნივთებს საკუთარი ოჯახისთვის.

კიდევე ერთი ცინიზმი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, არის რომ სესხები დოლარიდან ლარში გადმოვიდეს. გიორგი კვირაკაშვილს, კახი კალაძეს, მიხეილ ჯანელიძეს, ალექსანდრე ჯეჯელავას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, სოზარ სუბარს, თეა წულუკიძეს, ვიქტორ დლიძეს, ამ ადამიანებს ყველას აქვს კრედიტი, ამ ადამიანების ვალები უნდა გადავიდეს დოლარიდან ლარში და ჩვენ უნდა დავფაროთ ის განსხვავება რომელიც არსებობდა, ნორმალურია რომ იმ ადამიანებმა რომლებიც თავისი შვილისთვის პურს ვერ ყიდულბენ, დაფარონ გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის ვალები?"- განაცხადა ნადირაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42