შეუსაბამობა 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკაში - IDFI-მ ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 19:19, 14 Dec, 2016     1858
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა "2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობის" ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი 2014-2015 წლებთან შედარებით ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ 2016 წლის 9 თვეში 3660 შემთხვევა ფიქსირდება, რაც 52 შემთხვევით აღემატება 2015 წლის, ხოლო 788 შემთხვევით 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა.


ამასთანავე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სტატისტიკურ მონაცემებს შორის არსებულ შეუსაბამობაზეც. კერძოდ 2014 წლის 9 იანვარს შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნინული იყო, რომ 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 28 970 ერთეული დანაშაული იყო რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2012 წელთან შედარებით დანაშაული 10 036 ერთეულით შემცირდა. 2016 წლის თებერვალში კი შსს ოფიციალურ ვებგვერდზე 2012-2015 წლების ტენდენციების ამსახველ ანალიტიკურ მასალაში კი მითითებულია, რომ 2013 წელს არა 28 970, არამედ 43 028 დანაშაული იყო რეგისტრირებული, რაც დაახლოებით პირიქით 2012 წლის მონაცემებს 4 300 შემთხვევით აღემატება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად არ აქვეყნებს დანაშაულის დეტალიზებულ სტატისტიკას. „აი-დი-ეფ-აი” მოუწოდებს უწყებას ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მონაცემები, ხოლო საქსტატმა თავის მხრივ, უზრუნველყოს აღნიშნულის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას არ აქვს რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს, რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს."- აღნიშნულია IDFI-ს განცხადებაში


შსს-ს 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული სიახლე, რომლის მიხედვით 2013 წელს დანაშაულის 10 036 ერთეული კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.


სურათი # 3 - ამონარიდი, შსს-ს ვებ-გვერდზე 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებული სტატისტიკური ანგარიშიდან, რომლის მიხედვით 2013 წელს დანაშაულის 4 292 ერთეულით მატება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42