"მინდა დავადასტურო ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების (მათ შორის ჩემი) შესახებ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი გულისტკივილი ნადვილად არ შეეხებოდა ჩემს გათავისუფლებას, ჩემთვის მძიმე იყო და არის იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც წლეების განმავლობაში, ურთულეს დღეებში იდგნენ პარტიის გვერდით.
ასევე ვადასტურებ იმ საუბარს, რომელიც შედგა ჩემსა და გიგა ბოკერიას შორის და რომელიც შეეხებოდა პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრის სოციალურ ქსელში განთავსებული სტატუსის პრინციპულად მიუღებლობას. გიგა ბოკერას ჰქონდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სტატუსის ავტორი იყო თავისუფალი ზონის წევრი და მითხრა, რომ როგორც თავისუფალი ზონის ხელმძღვანელს, გამეფრთხილებინა სტატუსის ავტორი, რომ თუ ის მივიდოდა პარტიის ცენტრალურ ოფისში,მიიღებდა საკადრის პასუხს, და დაატოვებინებდნენ ოფისს, რომ ამ მიზნით ადამიანთა ჯგუფის ორგანიზება ხდებოდა პარტიაში"- აცხადებს კობა ხაბაზი.
მასალის გამოყენების პირობები






