სასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 16:04, 14 Dec, 2016     1297
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების იურიდიულ დახმარებაზე, ასევე, მსჯავრდებულთა არასრულწლოვანი შვილებისთვის სხვადასხვა სპორტულ-საგანმანათლებლო სწავლების დაფინანსებაზე, სოციალურად დაუცველ მსჯავრდებულთა სტუდენტი შვილებისთვის სწავლის დაფინანსებაზე, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებისთვის სოციალური მუშაკის მომსახურებასა და ფსიქოლოგიურ კონსულტაცია/დახმარებაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შუწყობს ხელს.

„მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სისტემისთვის. ფონდი გვთავაზობს პროექტებს მსჯავრდებულთა ოჯახების წევრთა ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების თვალსაზრისით. ასევე, არასრულწლოვანთა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ითვალისწინებს მსჯავრდებულთა ოჯახების მცირე ბიზნესში ჩართვის მექანიზმებს“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა.

საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჭილაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე თანამშრომლობა მსჯავრდებულთა საჭიროებებზეა მორგებული.

„ამ მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, რადგან სეგმეტი ძალიან სენსიტიურია, სჭირდება თავისი სპეციფიური მიდგომები. ერთობლივად შევძლებთ უფრო მეტი საქმის კოორდინირებულად გაკეთებას“, - განაცხადა გიორგი ჭილაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და პრიორიტეტია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42