"ნუ ვაქცევთ ნარკოპოლიტიკის თემას პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების თემად"- ლევან კობერიძე
პოლიტიკა - 15:13, 14 Dec, 2016     1293
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე, ოპონენტებს მოუწოდებს ნუ შევიყვანენ შეცდომაში მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკასთან მიმართებაში.

"მინდა, შევეხო რამდენიმე საკითხს, პირველი საკითხი პოზიტიური, რაზეც მინდა ვისაუბრო. როდესაც პარლამენტს და მთავრობას აქვს ერთიანი ხედვა და პოლიტიკა და ერთად მსჯელობს საკითხებზე, გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგი, ის რომ იპოთეკურ სესხებზე 2015 წელს გაცემული რაც იყო დოლარის საფუძველზე, მისი გალარების პროცესში კრიტერიუმი დადგინდა, რანჟირება მოხდა 100 000 ლარს ქვემოთ შემოსავლის მქონე მოსახლეობა მიიღებს, ჩართულობას ამ პროცესში, რაც ძალიან მისასალმებელია და სამართლიანი პრინციპია ამ შემთხვევაში. მეორე საკითხი რასაც მინდა შევეხო, ჩემს ოპონენტ კოლეგებს მინდა მივმართო, ძალიან გთხოვთ მოსახლეობას ნუ შევიყვანთ შეცდომაში საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკასთან მიმართებაში. საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება და ეს არის ის უცვლელი კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნება ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი ტიპის გამოსვლები, რომელიც მოსახლეობას გაუჩენს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს პრიცნიპი შენარჩუნებულია, ყველა მოქალაქე კვლავ იქნება დაცული სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებული, გამაღარიბებელი მაღალი დანახარჯებისაგან, ამიტომ მოსახლეობასაც მინდა მოვუწოდო სიმშვიდისაკენ, ამ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება. მესამე საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის ნარკოპოლიტიკის თემა, ამ შემთხვევაში მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებსაც, ოპონენტ კოლეგებსაც, ძალიან გთხოვთ,რომ ამ საკითხს ნუ გავხდით პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების თემად, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც აღელვებს მთლიანად საზოგადოებას, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ვიცით საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ, იყოს ღია პლატფორმა ამ საკითხზე მსჯელობის, ჯანდაცვის კომიტეტი მზად არის, რომ ჩვენთან ეს პლატფორმა იყოს გახსნილი. ძალიან გთხოვთ, რომ ამ რეჟიმში გადავიყვანოთ. მე ყველა მონაწილე მხარეს მივმართავ, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე იმ აქტივისტებს, რომლებიც გამოდიან სხვადასხვა მოთხოვნებით, რომ ეს პროცესი გადავიდეს მსჯელობის რეჟიმში და რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ, რა თქმა უნდა, შესაბამისად, გადაწყვეტილებები ისე, როგორც პროცესი დაგვანახებს რა არის უფრო სწორი"- განაცხადა კობერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42